სადამ ჰუსეინის სიკვდილით დასჯის შესახებ წერდნენ…

1. “ეს ყველაზე მცირედია,რაც მან დაიმსახურა.მართლმსაჯულება აღსრულდა ერაყელი ხალხის სახელით.სადამი დაისაჯა და იგი ვეღარასოდეს ვეღარ შესძლებს,ჩვენი სამშობლო დიქტატურის ეპოქაში დააბრუნოს”. – ნური მალიკი (ერაყის პრემიერ-მინისტრი)

2. “სადამის შემთხვევაში,აღსრულდა ის მართლმსაჯულება,რომელზეც იგი უარს უცხადებდა ერაყელ ხალხს მთელი 35 წლის მანძილზე”. – ბაჰრამ სალეჰი (ერაყის ვიცე-პრემიერი)

3. “სადამ ჰუსეინი ჩამოაგდო და სიკვდილით დასაჯა არა ერაყელმა ხალხმა,არამედ უცხოელმა აგრესორებმა”. – მუამარ კადაფი (ლიბიის ყოფილი მმართველი)

4. “საშინელი,ბარბაროსული სასჯელია”. – ვლადიმერ პუტინი (რუსეთის პრეზედენტი)

5. “სადამის დამხობა და დასჯა – ერაყელი ხალხის გამარჯვებაა”. – ჰამიდ რეზა ასეფი (ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი)

6. “მართლმსაჯულება აღსრულდა.შეუძლებელია დავივიწყოთ,რომ აღნიშნული ისტორია ისრაელთან იყო დაკაშირებული.ჰუსეინმა ისრაელის მიმართულებით 39 რაკეტა გამოისროლა.მას სურდა შეექმნა ატომური იარაღი,რათა ის ჩვენს წინააღმდეგ გამოეყენებინა”. – ეფრაიმ სნე (ისრაელის თავდაცვის მინისტრი) (ავტორი გენია.ჯი)

7. “სადამ ჰუსეინისა და მისი თანამზრახველების მიმართ გამოტანილი განაჩენი,აბსოლუტურად თანხვედრაშია,მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებებთან”. – მარგარეტ ბაკეტი (დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი)

8. “მე არ მსურს უარვყო ის დანაშაულებები,რაც სადამ ჰუსეინმა ჩაიდინა და რაშიც იქნა კიდეც იგი ბრალდებული დამოუკიდებელი ერაყული სასამართლოს მიერ.თუმცა,ყველა შემთხვევაში იტალია წინააღმდეგია მისი სიკვდილით დასჯისა”. – რომანო პროდი (იტალიის პრემიერ-მინისტრი)

9. “სადამ ჰუსეინის სიკვდილით დასჯა – ტრაგიკული ინფორმაციაა.ასეთმა არაჰუმანურმა მეთოდმა,შესაძლოა ძალადობის ახალი კერები წარმოშვას.ასეთი მოვლენები წუხილის მომგვრელია,იმ შემთხვევაშიც კი,როდესაც საუბარი მიმდინარეობს ადამიანზე,რომელმაც უმძიმესი დანაშაულებები ჩაიდინა”. – ფედერიკო ლომბარდი (რომის კათოლიკური ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენელი) (ავტორი გენია.ჯი)

10. “ჩვენ იმედი გვქონდა,რომ სასიკვდილო განაჩენს გადახედავდნენ.თუმცა სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა,რის გამოც მეტად იმედგაცრუებულები ვართ”. – პრანაბ მუკერჯი (ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი)