ვოლემია
ვოლემია – ლათინიზირებული სახელი – Volemia,წარმოადგენს მარადმწვანე წიწვოვანი კლასიფიკაციის მცენარეს,არაუკარისებრნთა გვარისა.მისი,მხოლოდ ერთადერთი სახეობაა ბუნებაში გავრცელებული და მას – “კეთილშობილ ვოლემიად” მოიხსენიებენ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იგი წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე უძველესი სახეობის მცენარეს დედამიწაზე,რადგან ვოლემია ჯერ კიდევ იურულ პერიოდში (201,3-145 მილიონი წლები) იყო გავრცელებული.ცნობილია ისიც,რომ ამ მცენარის სახეობა მილიონობით წლის მანძილზე გადაშენებულ სახეობად მიიჩნეოდა.იგი პირველად 1994 წელს,აღმოჩენილ იქნა ავსტრალიაში მდებარე “უოლემის ეროვნული პარკის” ტერიტორიაზე,ვოლემის კანიონში (რომლის სიღრმეც 500 მეტრს შეადგენს) ამავე პარკის თანამშრომლის – დევიდ ნობლის მიერ,სრულიად შემთხვევით. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ მის საპატივცემულოდ ეწოდა მას – “კეთილშობილი ვოლემია”,რადგან სიტყვა nobilis,აღნიშნავს – კეთილშობილს.ზრდასრული ვოლემიის სიმაღლე 27-35 მეტრია.მდედრობითი-გირჩები ღია-მწვანე ,ხოლო მამრობითი-გირჩები ყავისფერია და ცილინდრისებური ფორმით გამოირჩევიან.როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ,ვოლემია დედამიწაზე 150 მილიონი წლის წინ გაჩნდა.თავდაპირველად აღმოჩენილ იქნა ვოლემის 40 ხის ეგზემპლარი,მათ შორის 23 ზრდასრული,ხოლო 17 ახალგაზრდა ხე.ისინი 5 000 კვადრატულ მეტრზე იყვნენ განფენილი ერთ ჯგუფად.მეორე ჯგუფი ვოლემიის ხეებისა,აღმოჩენილ იქნა 17 ეგზემპლარად,იმავე ადგილიდან ერთი კილომეტრის მოშორებით,კანიონის ზედა ნაწილში.გენეტიკურმა კვლევებმა აჩვენა,რომ ისინი სხვა მცენარეებისაგან იზოლირებულად იზრდებოდნენ.აღმოჩენილი ეგზემპლარებიდან ყველაზე ხანდაზმული ვოლემია 1000 წლის გახლდათ.საინტერესოა ის ფაქტიც,რომ ვოლემია ახლო წარსულში ავსტრალიური სახელმწიფოს “ოფიციალურ საიდუმლოებასაც” კი წარმოადგენდა,რადგან ქვეყანას ეშინოდა,ამ უიშვიათეს მცენარეზე ინფორმაციის გაცემა. (ავტორი გენია.ჯი) შიშის მიზეზი კი,უკანონოდ ხის მჭრელთა მხრიდან მისი განადგურება და შესაბამისად,გაქრობა გახლდათ.თუმცა მოგვიანებით,მაშინ როდესაც ავსტრალიურმა მთავრობამ და ბუნებისდამცველებმა ერთობლივად შეძლეს მისი მასიურად გამრავლება და მოშენება,ვოლემიას შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადოებისათვისაც გახდა ცნობილი.მოგვიანებით ავსტრალიამ,აღნიშნული სახეობის მცენარის ნერგის “ექსპორტიც” დაიწყო სხვადასხვა ქვეყნებში.2005 წელს,სიდნეის ერთ-ერთ აუქციონზე გაიყიდა ვოლემიას 292 ნერგი,რომელთაგან ყველაზე იაფი ეგზემპლარის ფასი 2000,ხოლო ყველაზე ძვირის 7000 ავსტრალიურ დოლარს შეადგენდა.მიუხედავად იმისა,რომ დღესდღეობით ვოლემიას გადაშენების საფრთხე აღარ ემუქრება,იგი მაინც “წითელ წიგნშია” შეტანილი და მას ავსტრალიის სახელმწიფო იცავს. (ავტორი გენია.ჯი)