ალექსანდრე პუშკინის შესახებ…

1. სომალის ნახევარკუნზულზე მდებარე ერთ-ერთ აფრიკულ სახელმწიფოში – ეთიოპიაში,რამდენიმე წლის წინათ,საზეიმო ვითარებაში გაიხსნა დიდი რუსი პოეტის,დრამატურგის,მწერლისა და ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებლის - ალექსანდრე პუშკინის (1799-1837 წლები) ძეგლი.გასაოცარი ალბათ ამ ფაქტში,არაფერი იქნებოდა,რომ არა მასზე გაკეთებული წარწერა.კერძოდ,ძეგლზე ეთიოპელმა მოქანდაკეებმა დააწერეს – “ჩვენს პოეტს”.

2. ცნობილი ფაქტია,რომ ალექსანდრე პუშკინი საკმაოდ სერიოზულად გახლდათ გატაცებული ბანქოს აზარტული თამაშებით,რის გამოც ხშირად ექმნებოდა ფინანსური პრობლემები.თუმცა ახერხებდა კრედიტორებისაგან და მევალეებისაგან თავის დაღწევას.იმ შემთხვევაში,თუკი მას რომელიმე კრედიტორისაგან პრობლემა შეხვდებოდა,მაშინ პუშკინი მის შესახებ წერდა “ბოროტ ეპიგრამებს” და ხატავდა მის “კარიკატურებს”.ერთ დღეს პუშკინს აღმოუჩინეს ფურცელი,რომელზეც ცნობილი ადამიანის (მევალის) კარიკატურა და ბოროტი ეპიგრამა ჰქონდა დატანილი. (ავტორი გენია.ჯი) ამ ფაქტმა კრედიტორის დიდი გაღიზიანება გამოიწვია,რის გამოც მას დიდი სკანდალი მოუწყვეს და საქმე დუელამდეც კი მივიდოდა,რომ არა გავლენიანი ადამიანების ჩარევა ამ სკანდალში.

3. ალექსანდრე პუშკინი ცნობილი იყო,როგორც საკმაოდ “ფიცხი” ადამიანი.ამაზე თავად ის ფაქტიც მეტყველებს,რომ მისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე ოთხმოცდაათჯერ მიიღო დუელში მონაწილეობა.თავად,დუელის შეთავაზება სხვებს ორასზე მეტჯერ გაუკეთა.მას ელემენტარული გაღიზიანებისათვისაც კი შეეძლო ნებისმიერი ადამიანის დუელში გამოწვევა.აღსანიშნავია,რომ იგი სწორედ “დუელს” შეეწირა მაშინ,როდესაც სანკტ-პეტერბურგის სიახლოვეს,შავ მდინარესთან – ჟორჟ შარლ დანტემ იგი სასიკვდილოთ დაჭრა.

4. ალექსანდრე პუშკინმა,დანტესთან უკანასკნელ დუელში გასვლამდე,მეუღლეს დაუსვა შეკითხვა – თუ ვისზედ იტირებდა ის დუელის შემდეგ,პუშკინზე თუ დანტესზე.პასუხი კი მისგან ასეთი მიიღო – “მასზე ვიტირებ რომელიც თქვენ ორს შორის დაიღუპებაო”.

5. ალექსანდრე პუშკინს გარდაცვალების შემდეგ უამრავი ვალი დარჩა გაუსტუმრებელი,თუმცა,რუსეთის მეფე ნიკოლოზ I-მა,რომელიც მისი შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი იყო,გარდაცვლილი პუშკინის აბსოლუტურად ყველა ვალი დაფარა.ვალის საერთო რაოდენობა კი,იმ პერიოდისათვის უზარმაზარ რაოდენობას – 60000-ს რუბლს შეადგენდა.

6. ალექსანდრე პუშკინს ეკუთვნის ცნობილი გამოთქმა: “მე,თავად ავაგე სიცოცხლეშივე ხელთუქმნელი ძეგლი საკუთარი თავისთვის”. (ავტორი გენია.ჯი)

ეთიოპიაში გახსნილი ალექსანდრე პუშკინის ძეგლი,წარწერით: “ჩვენს პოეტს”