სუიციდის შესახებ…
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში არა ერთ ადამიანს დაუსრულებია სიცოცხლე “თვითმკვლელობით”.აღნიშნულ საკითხზე შესანიშნავმა ფრანგმა მწერალმა და ფილოსოფოსმა – ალბერ კამიუმ მართლაცდა გენიალური ფრაზა წარმოთქვა:
“ის,რაც წარმოადგენს მიზეზს სიცოცხლისათვის,შესაძლოა ასევე შესანიშნავი მიზეზი გახდეს თვითმკვლელობისთვისო”.
აქვე,არ შეიძლება გვერდი ავუარო ერთ დიდებულ ფრანგულ გამონათქვამსაც:
“თუკი საკუთარ თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად მიიჩნევ დედამიწაზე,აუცილებლად წადი სასაფლაოზე,რათა იხილო სიკვდილი,რომელიც შენც ისევე მოგელის,როგორც სხვებს.ხოლო თუკი თავს ყველაზე უბედურად ჩათვლი,მაშინაც სასაფლაოზე წადი,რათა იხილო ის,რომ ამ ქვეყანაზე შენზე ბვრად უბედური ადამიანებიც არსებობენო”.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად დედამიწაზე,წელიწადში საშუალოდ 1 100 000 ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით (არაოფიციალური მონაცემებით 4 მილიონი).ყველაზე მეტი ადამიანი სუიციდით სიცოცხლეს ასრულებს – ჩინეთში (300 000 ადამიანი),ინდოეთში (160 000),ამერიკაში (37 000),რუსეთში (30 000) და საფრანგეთში (16 000).გარდა ამისა,სუიციდის ჩადენის აქტის წარუმატებელი მცდელობა (მსოფლიოში) წელიწადში საშუალოდ 19 მილიონს შეადგენს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მამაკაცები მანდილოსნებზე 4-ჯერ ხშირად ასრულებენ სიცოცხლეს თვითმკვლელობით.
უძველესი ცივილიზაციის – მაიას ხალხს,სრულიად დასაშვებად მიაჩნდათ თვითმკვლელობა იმ შემთხვევაში,თუკი ადამიანი სიცოცხლეს თოკით საშუალებით ანუ ჩამოხრჩობით დაასრულებდა.მათ,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს “სახრჩობელისა და მარყუჟის” ღვთაებაც კი ჰყავდათ,რომელსაც – “იხტაბი” ანუ – “თოკის ქალი” ერქვა.
ძველბერძენ ფილოსოფოსთა შორის სუიციდის საკითხზე მუდმივი დავა მიმდინარეობდა.მაგალითად – კატონი,პლინიუსი და სენეკა სუიციდს სრულიად მისაღებ და დასაშვებ ქმედებად მიიჩნევდნენ.ხოლო პითაგორა,პლატონი,არისტოტელე და ციცერონი ამ საშინელ ფორმას სიცოცხლის დასრულებისა კი,ყოვლად მიუღებელ ქმედებად თვლიდნენ.აღორძინების ხანაში,ეკლესიის მიმართ გულგრილმა დამოკიდებულებამ – სუიციდი ერთგვარ “მოდადაც” კი აქცია. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად,გენიალური ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის – უილიამ შექსპირის ყველა ტრაგედიის გმირი,სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.მათ შორის – ჰამლეტი,ოტელო,რომეო,ჯულიეტა,ანტონიუსი და კლეოპატრა. XVI საუკუნის გენიალური ფრანგი ესეისტი,ფილოსოფოსი და მწერალი – მიშელ ეიკემ დე მონტენი ამტკიცებდა: ”უფლება სიკვდილზე,ეს პირადი არჩევანიაო”.ხოლო,საყოველთაოდ ცნობილი “უტოპიის” ავტორი,დიდი ინგლისელი მოზაროვნე და მწერალი – თომას მორი,სუიციდს ამართლებდა და მას “ევთანაზიის” ერთ-ერთ ფორმად განიხილავდა.
პირველად თვითმკვლელობის შესახებ ცნობები,უცნობი ეგვიპტელი ავტორის ლიტერატურულ ნაწარმოებში გვხვდება.აღნიშნული დოკუმენტი 4000 წლის წინათ არის დაწერილი და მასში ავტორი აღწერს განუზომელ სულიერ ტკივილს მისი არსებობისა.ამასთანავე იგი აღიარებს სიკვდილის უპირატესობას სიცოცხლეზე.ქრისტიანული რელიგია,კატეგორიულად კრძალავს და სრულიად სამართლიანადაც ამ საშინელი აქტის ჩადენას.ადამიანი ღვთის მიერ იქნა დაჯილდოვებული სიცოცხლის უფლებით,რის გამოც ადამიანს არ გააჩნია უფლება სიცოცხლეზე სიკვდილი აზეიმოს.სუიციდის ჩადენით,ფაქტიურად ადამიანი თავს მარადიული ჯოჯოხეთისათვის სწირავს.
აქვე გაგაცნობთ,იმ ცნობილ ადამიანთა ვინაობებს,რომელთაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს – ზიგმუნდ ფროიდი,კლეოპატრა,მარკ ანტონიუსი,ჰანიბალი,ბრუტუსი,იუდა ისკარიოტელი,ნერონი,ვირჯინია ვულფი,ადოლფ ჰიტლერი,ერნესტ ჰემინგუეი,სოკრატე,ვინსენტ ვან გოგი,ჯეკ ლონდონი,პილატე,ჯუდი გარლენდი და სხვები. (ავტორი გენია.ჯი) ასევე არის მოსაზრება,რომ სუიციდით სიცოცხლე მოისწრაფეს – მერლინ მონრომ,პეტრე ჩაიკოვსკიმ,ელვის პრესლიმ და კურტ კობეინმა.
ადამიანი ღვთის ქმნილებაა და მას არა აქვს უფლება სასო წარიკვეთოს.კარგად უნდა გვახსოვდეს,რომ – უფალი ჩვენი იესო ქრისტე – ყოველ ჩვენთაგანთანაა.მფარველი ანგელოზები კი მუდმივად ჩვენი თანამგზავრები არიან.ამიტომ ფიქრი იმისა,რომ მარტონი ვართ და არავის არაფერში ვჭირდებით,ჭეშმარიტად – ეშმაკის მიერ დაგებული ხაფანგია კაცთა მოდგმის წინააღმდეგ.უნდა გვახსოვდეს,რომ ყველაფერი ჩვენს ხელთაა.მათ შორის,პირველ რიგში – საკუთარი სიცოცხლე და ყოველმა ჩვენგანმაც უცილობლად უნდა ავირჩიოთ – სიცოცხლე!!! (ავტორი გენია.ჯი)