დეკანოზი თავმას ჩოხელი – “წუთისოფელი”

ქალაუ,ცისკრის ვარსკვლავო,

გადაგკალმვია წარბები,

თუ მოინდომე წამიერ,

ვაჟკაცის გულში ვარდები.

მოგიტაცებენ,მდევარსა

არაგვმ უსველოს ნაბდები,

მთას წაგიყვანენ მზესთანა,

დედამთილს შეუყვარდები.

შიბიან წინდებს დაგიქსოვს,

ყელზე ეხატოს ვარდები,

დრო მოდის,წყალნი მიდიან,

ჩამაითოვლა დარდები.

ასაკმა შამაიმწუხრა,

გულს მაეხვია ჯანღები,

გამრავლდებიან არაგვზე

გუდამაყრელთა ბალღები!

დაიზრდებიან,დალაშქრონ,

საჯიხვეების კალთები,

დეკაზე მწვადი გახუხონ,

ჯიშო,არ დაიკარგები!

მთას სილამაზე დამზრალა

გულითამც დამედარდები,

ცივს მიწას მიგაბარებენ

საფლავს სტიროდნენ ვარდები!