ცნობილების „უკანასკნელი სიტყვები”
1. „ყოველ ადამიანს სიკვდილი უწერია, თუმცა მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემს შემთხვევაში გამონაკლისს დაუშვებდნენ. სამწუხაროდ ძალიან შევცდი”. – უილიამ საროიანი (ამერიკელი პროზაიკოსი და დრამატურგი)
* * *
2. „ – და ახლა თქვენ არ დაიჯეროთ ყველაფერი, რაც კი მითქვამს, რადგან ბუდა ვარ. ყველაფერი საკუთარი გამოცდილებით შეამოწმეთ და თავად იყავით საკუთარი გზის მანათობლები”. – ბუდა
* * *
3. „აღსრულდა!” – უფალი ჩვენი იესო ქრისტე
* * *
4. „ეცადეთ, რომ ჩემთვის მტკივნეული არ იყოს”. – გრაფინია დიუბარის მიმართვა ჯალათს სიკვდილით დასჯის წინ – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
5. „აი, თურმე როგორი ყოფილა სიკვდილი”. – თომას კარლეილი (შოტლანდიელი ისტორიკოსი)
* * *
6. „რას ვიზამთ, თუკი ეს გარდაუვალია”. – ედვარდ გრიგი (დიდი ნორვეგიელი კომპოზიტორი)
* * *
7. „ჩემი ფირი სრულდება”. – ოგიუსტ ლუმიერი (კინემატოგრაფიის ფრანგი ფუძემდებელი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
8. „თუკი ასეთია სიკვდილი, მე მისით აღფრთოვანებული ნამდვილად არა ვარ”. – ლიტონ სტრეიჩი (ინგლისელი მწერალი და ბიოგრაფი)
* * *
9. „არავისზე მაქვს პატიება სათხოვარი, რადგან ყველა ჩემი მტერი უკვე დახვრეტილია”. – რომან ნარვაესი (ესპანელი გენერალი)
* * *
10. „თავი გამანებეთ! მე უკვე მკვდარი ვარ!” – აბრაჰიმ ჰიუიტი (ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი)