ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი – “ეპიზოდი”
ინგლისის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწერალს - ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსს (1812-1870 წლები),1847 წელს პატივად ხვდა გაეცნო დიდი დანიელი მეზღაპრე – ჰანს კრისტიან ანდერსენი.ისინი გაცნობის შემდეგ დამეგობრდნენ და ერთმანეთთან საკმაოდ ხშირი მიმოწერაც ჰქონდათ.ჩარლზი – ანდერსენს სტუმრად ინგლისში იწვევდა.1857 წლისათვის,დიკენსის ცხოვრებაში ბევრი რამ უარყოფითი მოვლენა მოხდა,რამაც მისი ფინანსური მდგომარეობის გაუარესება და შესაბამისად ცხოვრების გარტულებაც გამოიწვია.სწორედ აღნიშნულ პერიოდს დაემთხვა (1857 წელი) ანდერსენის ინგლისში სტუმრობა ჩარლზ დიკენსთან. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ზემოთ ავღნიშნე,იმ დროს დიდი ინგლისელი მწერალი,სტუმრის მისაღებად მზად არ იყო,თუმცა რაღა თქმა უნდა მეგობარი “გულთბილად” მიიღო.ჰანს კრისტიან ანდერსენმა მასთან სახლში ხუთი კვირა გაატარა,რის შემდეგადაც სამშობლოში დაბრუნდა.ესოდენ საპატიო სტუმრის წასვლის შემდეგ დიკენსი მეგობრის შესახებ ახლობელთა წრეში ხუმრობდა:
“კრისტიანი ვერ ფლობს ვერცერთ უცხო ენას,გარდა საკუთარი მშობლიური ენისა.თუმცა ვშიშობ,რომ მან ეს ენაც კი არ იცის ნორმალურადო”.
ასევე ცნობილი ფაქტია,რომ ანდერსენის წასვლის შემდგომ,ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსმა იმ ოთახში,სადაც მისი მეგობარი დააბინავა,დატოვა წერილი,რომელშიც ეწერა:
“ჰანს აკრისტიან ნდერსენმა ამ ოთახში ხუთი კვირის განმავლობაში იცხოვრა,თუმცა ჩემს ოჯახს ეს დრო,თითქმის საუკუნედ მოეჩვენა”. (ავტორი გენია.ჯი)