ვაჟა ფშაველა – “ერის” შესახებ წერდა…
“ერის სიბერეს და სიკვდილს ისინი დაიჯერებენ მარტო,ვინც ცხოვრების პირობების გარეშე სხვა რაღაც უხილავს ძალას ჰხედავენ,რომელნიც არც ცაში და არც დედამიწაზედ არ არსებობს და ჟამთა ბრუნვის სივრცეშია ვითომ გაბნეული,ან კიდევ სადმე წიგნში სწერია,რატომ ღრმად არ უნდა ვიყვნეთ დარწმუნებულნი,რომ ერი მუდამ ცოცხალია და არც მომკვდარა,ვიდრე მისი ყოფაცხოვრების პირობები მაცხოვრებელის თვისებისანი არიან? რომელ ერსაც ეს კარგად ესმის და სასიცოცხლო პირობებს იცავს,ინახავს,იგი მუდამ ცოცხალია,ბედნიერი,ჯან-ღონით აღსავსეა,იმას არც სიბერე მოეკიდება,არც სიკვდილი.რომის იმპერიაო,გაიძახიან,დაბერდა და დაეცაო.დაბერდა,ოღონდაც,მაგრამ სხვამ ხომ არ დააბერა იგი,არამედ თავი თვისი თითონ დააბერა და დააუძლურა.ყველა ერსაც ესევე დაემართება,უკეთუ იგი სიცოცხლის წყაროს არ ეწაფება,თავისის ცხოვრებისათვის გამოსადეგს ვითარებას არ შეჰქმნის და,თუ აქვს,არ ინახავს,მაგრად არ უჭიდია ხელი.ეს მზესავით ნათელია,აშკარაა”. (ავტორი გენია.ჯი)