“ინკვიზიტორთა ფორმალური კანონი”
კაცობრიობის მიერ გამოგონებული კიდევ ერთი საშინელი სამსჯავრო,რომელსაც - “ინკვიზიცია” ჰქვია,მხოლოდ ქრისტიანებზე ვრცელდებოდა (აქ მხედველობაში არ მიიღება ბრძოლების დროს ტყვედ აყვანილი სხვა რელიგიური კონცეფსიების მოსახლეობის დასჯა).ფორმალური კუთხით, ინკვიზიტორებს არ შეეძლოდ გაესამართლებინათ და დაესაჯათ “მუსულმანური”,”იუდევური” ან სხვა რწმენის ადამიანები,რელიგიური დოგმების დარღვევისა და ჯადოქრობის ბრალდებით,მანამ – სანამ ისინი “ქრისტიანებად” არ მოექცეოდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი არაქრისტიანი რწმენას შეიცვლიდა და ქრისტიანად მოექცეოდა,ინკვიზიციას სრული უფლება ენიჭებოდა მათით დაინტერესების შემთხვევაში ისინი დაესაჯა.თუმცა აღსანიშნავია,რომ ასეთ შემთხვევაშიც კი “ინკვიზიცია”, მათ უმეტესობას რწმენის შეცვლის გამო მაინც – “ერეტიკოსებად” რაცხდა და კოცონზეც წვავდა.მიუხედავად ასეთი დადგენილი წესებისა,ინკვიზიტორები,ნებისმიერი რწმენის ადამიანით დაინტერესების შემთხვევაში,მათზე მაინც საშინელ წამების მეთოდებს იყენებდა,იმისათვის,რომ რწმენა შეეცვალათ და ამის შემდეგ დაეწვათ კოცონზე.ფაქტიურად,ისინი არად დაგიდევდნენ ოფიციალურად დადგენილ ფორმალურ ნორმებს.შესაბამისად,ყველა შემთხვევაში,ინკვიზიციის მიერ ნებისმიერი რელიგიის მქონე ადამიანით დაინტერესებას,მისი გარდაუვალი სიკვდილი სდევდა თან.სწორედ ფორმალური კანონის მასიურმა დარღვევამ აიძულა,ესპანეთიდან და სხვა “ინკვიზიტური სამართლის” მქონე ქვეყნებიდან,უამრავი მავრი,მუსულმანი და იუდეველი,დევნილებად ქცეულიყვნენ. (ავტორი გენია.ჯი)