იცით თუ არა,რომ
1. როგორც პალეოანთროპები ირწმუნებიან,პირველად გარდაცვლილის ცხედრის დამარხვა 350,000 წლის წინად დაიწყეს ადამიანის მსგავსმა მაიმუნებმა - ანთროპოიდებმა (რომლებიც ადამიანის წინა პერიოდში ცხოვრობდნენ დედამიწაზე).ამის დამადასტურებლად პალეოანთროპებს მოჰყავთ ესპანეთში აღმოჩენილი 14 მეტრი სიღრმის ორმო,რომელშიც 27 ანთროპოიდის ნეშტი იქნა აღმოჩენილი.მათი მონაცემების თანახმად კი,აღნიშნული დასტურია იმისა რომ,გარდაცვლილთა სხეულებს მიწას ჯერ კიდევ ანთროპოიდები აბარებდნენ.
2. ”ნელამავალნი” - რომლებიც განეკუთვნებიან პატარა უხერხემლოების ტიპს და ბინადრობენ ზღვებში,ოკეანეებში,ხავსსა და ნიადაგში,გამოირჩევიან ექსტრემალურ სიტუაციებში განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობით.ისინი უძლებენ 1000-ჯერ დიდ დოზას რადიაციისას ვიდრე ნებისმიერი სხვა სულიერი არსება.ისინი “ტემპერატურის ცვალებადობის” მიმართაც,საკმაოდ გამძლე მიკროსკოპული ზომის ცხოველები არიან.მათ შეუძლიათ -273 გრადუს ცელსიუსსა და +150 გრადუს ცელსიუსზეც კი შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა.როგორც მეცნიერები ვარაუდობენ,აღნიშნულ არსებებს ძალუძთ კოსმოსშიც კი იარსებონ. (ავტორი გენია.ჯი)
3. პორტუგალიის მეფე - ალფონსო VI (1643-1683 წლები),რომელიც ბრაგანსას დინასტიის წარმომადგენელი იყო სამეფო ტახტზე,ისე აღფრთოვანდა მისი უფროსი ძმების გარდაცვალებით,რომ სიხარულით შესძახა: “ვაშა! დღეიდან პორტოგალიის მეფე – მე ვიქნები!”
4. XIX საუკუნეში,ფრანგმა – პიერ დე კუბერტენმა (რომელიც თანამედროვე - ”ოლიმპიადების” ფუძემდებლად ითვლება),წამოაყენა იდეა იმის შესახებ,რომ ოლიმპიური მედლები არა მარტო სპორტსმენებს,არამედ ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეებსაც გადასცემოდათ.1912 წლის “ჰელსინკის ოლიმპიადიდან” – 1948 წლამდე ჩატარებულ ოლიმპიადებზე (“ლონდონის ოლიმპიადის” ჩათვლით),ამ იდეამ ხორცი შეისხა და ოლიმპიური მედლები არა მარტო სპორტსმენებს,არამედ ხელოვნების მოღვაწეებსაც გადაეცემოდათ.სულ არსებობდა ხუთი კომპლექტი მედლებისა ხელოვნებაში,რომლებიც გადაეცემოდათ: მხატვრებს,სკულპტორებს,არქიტექტორებს,ლიტერატორებსა და მუსიკოსებს.მხოლოდ 1948 წლის ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ იქნა გადაწყვეტილება მიღებული,რომ გაეუქმებინათ ოლიმპიური მედლებით ხელოვანთა დაჯილდოება და მას სუფთა სპორტული ხასიათი მიეღო.
5. ისტორიკოსებისა და მეცნიერების დასკვნებით – ‘ჩინური ცივილიზაცია” ერთ-ერთი უძველესია თანამედროვე მსოფლიოში,ხოლო ჩინური ენა კი ყველაზე უძველეს მოქმედ ენად არის ცნობილი.
6. მსოფლიო ოკეანეებსა და ზღვებში,ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მტაცებელი თევზი - ”ზვიგენი”,400 მილიონი წლის წინად გაჩნდა დედმიწის წყლებში,რაც 200 მილიონი წლით უსწრებს ხმელეთზე დინოზავრების გამოჩენას.
7. 1936 წელს ცნობილმა ამერიკელმა მორბენალმა და მძლეოსანმა - ჯესი ოუენსმა (რომელიც ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი და რეკორდსმენი გახლდათ 100 და 200 მეტრ დისტანციაზე სირბილში),90 მეტრ დისტანციაზე დოღის ცხენს სახელად – “დანა ფორას” შეეჯიბრა და გადაასწრო კიდეც,რაც უნიკალურ შედეგადაა მიჩნეული მსოფლიო სპორტის ისტორიაში.
8. მსოფლიო ისტორიაში პირველი თამბაქოზე თავის დანებების ოფიციალურად “დარეგისტრირებული” შემთხვევა,დაფიქსირდა 1679 წლის 5 აპრილს,მაშინ,როდესაც ფინელმა - იოჰან კეტსუმ თავის დღიურში ჩაწერა: “მე საბოლოოდ ვანებებ მოწევას თავს”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. თუმცა აღსანიშნავია,რომ მისი ეს ქმედება უკვე დაგვიანებული გახლდათ,რადგან იოჰან კეტსუ ერთ თვეში,თამბაქოს მიერ გამოწვეული ”ფილტვების კიბოთი” გარდაიცვალა.
9. რომის პაპი - ინოკენტი III (რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმყრობელი 1198-1216 წლებში),რომელიც განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა ჭადრაკის ინტელექტუალური თამაშის მიმართ,ოფიციალურად აცხადებდა: ”ჭადრაკის თამაშის პროცესში,გაბრაზებული ან დამარცხებული მოთამაშის მიერ,რეალობაში ჩადენილი მოწინააღმდეგის მკვლელობა,არ შეიძლება დანაშაულად მივიჩნიოთ”.
10. დღესდღეობით,დედამიწაზე მოქმედ ვულკანთა შორის ყველაზე ხანდაზმული,იტალიაში მდებარე ვულკანი – “ეტნაა”,რომლის ასაკი 350,000 წელიწადია.