ჯუანშერი – საქართველოში მურვან ყრუს ლაშქრობათა შესახებ…
“…მოიწია ამირა აგარიანი (ესე იგი მაჰმადიანი) ქართლად,რომელსა ერქვა მურვან ყრუ,ძე მომადისა… ამისთვის ეწოდა მეორედ ყრუ,რომელ არა მიითვალვიდა სიტყვასა განმზრახვთასა… მოვლო ყრუმან ყოველი კავკასია, და დაიპყრო კარი დარეალისა და დარუბანდისა, და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა საზღვართა ქართლისათა…
…შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და სიმაგრენი ეგრისის ქვეყნისანი, და ციხე იგი სამ-ზღუდე,რომელ არს ციხეგოჯი,შემუსრნა, და შევლო ზღუდე იგი საზღვარი კლისურისა.
და ვითარცა შევლო ყრუმან კლისურა… შემუსრნა ქალაქი აფშილეთისა ცხუმი და მოადგა ანაკოფისასა… რომელსა შინა იყუნეს მაშინ მეფენი ქართლისანი მირ და არჩილ… ერისთავი ლეონ (აფხაზთა ერისთავი) შესრულ იყო ციხესა სობღისასა,რომელ არს გადასავალსა ოვსეთისასა. და ვერვინ შემძლებელ იყო წყობად ყრუსა,რამეთუ იყვნეს სპანი მისნი უფროს და უმრავლეს ჭალაკთა ეგრისთა.
…განვიდეს სასოებით ღმრთისათა წყობად მათდა და ეწყუნეს, და მოსცა უფალმან ძლევა მცირეთა ერთა ქრისტეანთა.