“სუახილის ხალხი”
“სუახილის ხალხი” (თვითსახელწოდება – ვასუახილი) – აფრიკის კონტინენტზე,ტანზანიის აღმოსავლეთით,კენიაში,მოზამბიკში და “ინდოეთის ოკეანის” სანაპიროზე მცხოვრები,უნიკალური ეთნიკური წარმომავლობის მქონე ხალხია.აღნიშნული ეთნიკური ჯგუფი წარმოიშვა ჯერ კიდევ I საუკუნეში,არაბებისა და ადგილობრივი შავკანიანი მოსახლეობის “ასიმილაციის” შედეგად.ტავად სახელწოდება – “სუახილი”,მომდინარეობს XII საუკუნიდან.იგი არაბული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და აღნიშნავს – “სანაპიროების მაცხოვრებლებს”.მათი ენა – სუახილია,რომელიც თავის მხრივ კომბინაციაა არაბული და პორტუგალიური ენებისა.აღნიშნული ხალხი,მსოფლიოსათვის გასულ საუკუნეებში ცნობილი იყო,როგორც საკმაოდ ფხიანი მოვაჭრეები.ისინი,შესაძლოა ითქვას,რომ ტანზანიის “კომერციულ სახესაც” კი წარმოადგენდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მათ პორტებში უამრავი უცხო ქვეყნის სავაჭრო გემები შედიოდა დაუსრულებლად.სუახილის ხალხს ექსპორტზე გაჰქონდა – სპილოს ძვალი,მარილი,ოქრო,მარტორქის რქა და სხვა უამრავი პროდუქტი.თუმცა ყველაზე მეტად ამ რეგიონში,მაინც მონათა ვაჭრობა ჰყვაოდა.მიუხედავად იმისა,რომ მსოფლიოში მონათა ვაჭრობა და ზოგადად მონობა სასტიკად იქნა აიკრძალული,სუახილის სანაპიროებიდან მონების ექსპლოატაცია მაინც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა.მათი უმთავარესი სავაჭრო ფოსფორტი ქალაქი-პორტი – ბაგამოიო გახლდათ.ისინი ძირიათადად მიწათმოქმედი ხალხია.დღესდღეობით ამ ხალხში გავცელებულია მსოფლიოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიები – კათოლიციზმი,ისლამი და ძველი ადგილობრივი ტრადიციული რელიგიები.მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია,თუმცა ცნობილია,რომ მათი უმრავლესობა ქალაქებში სახლობს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სუახილის ხალხის განსახლების ადგილები ცნობილია თავისი ულამაზესი ბუნებითა და მანგოს ბაღებით.სუახილის ხალხი და ზოგადად რეგიონი,დღემდე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ტანზანიის ეკონომიკასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში. (ავტორი გენია.ჯი)
სუახილის ხალხის განსახლების რეგიონები