ნიკოლას კიმ კოპოლა – (ნიკოლას კეიჯი)
ნიკოლას კეიჯი - დაიბადა 1964 წლის 7 იანვარს ლონგ-ბიჩზე,კალიფორნიის შტატში.იგი გახლავთ შესანიშნავი ამერიკელი მსახიობი და ამერიკული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს – “ოსკარის” მფლობელი.ნიკოლასის ნამდვილი სახელი - ნიკოლას კიმ კოპოლაა.იგი დაიბადა იტალიური წარმომავლობის მქონე,ცნობილი ამერიკელი მწერლისა და პროფესორის – აუგუსტ კოპოლას ოჯახში.ნიკოლასის დედა – ჯოი ვოგელსანგი,გერმანული წარმომავლობის მქონე ამერიკელი მოცეკვავე გახლდათ.ცნობილი ფაქტია,რომ ნიკოლას კეიჯი,შესანიშნავი რეჟისორის ფრენსის ფორდ კოპოლას ახლო ნათესავია.სწორედ გახლდათ მიზეზი იმისა,გამო ნიკოლასმა გვარი შეიცვალა,რადგან არ სურდა ბიძის პრივილეგიებით ესარგებლა.შესაბამისად,წარმატების მიღწევა საკუთარი შრომით გადაწყვიტა.ეს კი,ხაზს უსვამს მისი არა მარტო,როგორც დიდი მსახიობის,არამედ დიდი პიროვნების მნიშვნელობასაც. (ავტორი გენია.ჯი) გვარად – კეიჯი,მან კაპიტანი მარველის კომიქსების გმირის – ლუკ კეიჯისგან აიღო.1976 წელს ნიკოლასის მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ,რის გამოც იგი მამასთან ერთად ბევერლი-ჰილსში გადადის საცხოვრებლად.მსახიობის პროფესიით ნიკოლას კეიჯი ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა.ამის გამო,ამნ სკოლასაც კი თავი გაანება.მალევე,სამსახიობო კარიერას მიჰყო ხელი.კეიჯის კინემატოგრაფიული კარიერა 1981 წლიდან იღებს სათავეს,მაშინ,როდესაც მცირე როლს თამაშობს ფილმში – “საუკეთესო დრო”.აღნიშნულ ფილმში შესრულებული როლი და სამსახიობო ტალანტი შეუმჩნეველი არავის დარჩენია და რეჟისორები ნიკოლასის მიწვევას იწყებენ სხვადასხვა ფილმებში.1983-84 წლებში გადაიღეს ფილმებში – “მებრძოლი თევზი” და “გოგონა შორეულიდან”. (ავტორი გენია.ჯი) საყოველთაო აღიარება კი მას 1984 წელს გადაღებულმა ფილმა – “კლუბი კოტონი”,მოუტანა,სადაც მან ვინსენტ დუაირის როლი ითამაშა.ნიკოლას კეიჯმა ასევე ითამაშა როლები ისეთ ცნობილ ფილმებში როგორებიცაა – “სასიკვდილო ვარდნა”,”ბედნიერი შემთხვევა”,”უსახო” და სხვა სამოცზე მეტ მხატვრულ ფილმში.მიუხედავად იმისა,რომ ნიკოლასი ძალიან დიდ ჰონორარებს ღებულობდა,მას ფინანსური პრობლემები მაინც თან სდევდა,რადგან ყოფილ მეუღლეებთან სასამართლო დავებს მისი დიდი ფინანსური რესურსი შეეწირა.სახელმწიფო ბიუჯეტში,სასამართლოებში წარმოებული საქმეების შედეგად 14 მილიონამდე დოლარი შეიტანა.2009 წელს იძულებული გახდა გაეყიდა ბავარიაში არსებული შესანიშნავი – ნაიდშტაინის სასახლე,რომელიც გაყიდვამდე სულ რაღაც სამიოდე წლით ადრე ჰქონდა ნაყიდი.იქორწინა ელვის პრესლის ქალიშვილზე – ლიზა მარია პრესლიზე,რომელიც მანამდე მაიკლ ჯექსონზე იყო დაქორწინებული.თუმცა მათი თანაცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა.მისი მესამე მეუღლე მოგვიანებით ხდება – ელის კიმი,რომელთანაც 1995 წელს ვაჟი – კალ ელი შეეძინა.ნიკოლას კეიჯი 1998 წელს დაჯილდოებულ იქნა – “ოქროს გლობუსით”,რის შემდეგადაც მას ეს ჯილდო კიდევ სამჯერ ხვდა წილად.ორჯერ ის დაჯილდოებულ იქნა “ოსკარის’ პრიზით,საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისათვის.ნიკოლასი ასევე არის ბრიტანეთის აკადემიის,ოქროს ჯოლოსა და სხვა უამრავი პრიზისა და პრემიის მფლობელი.იგი საკმაოდ კარგად ფლობს ბრაზილიურ ორთაბრძოლას – ჯიუ ჯიტსუს.მისი პირველი ქორწინებიდან შეძენილი ვაჟი – ვესტონ კეიჯი,ჯგუფ – Eyes of Noctum სოლისტია.ნიკოლას კეიჯი დღემდე აქტიურად არის ამერიკული კინემატოგრაფიის განვითარების საქმეში ჩართული და კვლავაც ბევრ სიხარულს ანიჭებს,მისი სამსახიობო ნიჭით მოხიბლულ პუბლიკას. (ავტორი გენია.ჯი)