იულიუს შტრაიხერის შესახებ…
იულიუს შტრაიხერი (1885-1946 წლები) – წარმოადგენდა ერთ-ერთ უმთავრეს გერმანელ ანტისემიტს,რასიზმის იდეოლოგსა და “გულმხურვალე” მხარდამჭერს ებრაელი ერის გენოციდისა,მესამე რაიხის ზეობის პერიოდში.პირველი მსოფლიო ომის შემდეგ,სადაც მან სიმამაცით გაითქვა სახელი,აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში.1919 წელს ჩამოაყალიბა ანტისემიტური ორგანიზაცია,გერმანიის სოციალისტური პარტიის სახით.მიუხედავად იმისა,რომ მას თავდაპირველად რიგი გაუგებრობები ჰქონდა ჰიტლერთან,მასთან საერთო ენის გამონახვა მაინც მოახერხა,რის შემდეგაც 1922 წელს გაწევრიანდა ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მუშათა პარტიაში.გერმანიაში განვითარებული ეგრეთ წოდებული – “ლუდის პუტჩის” პერიოდში (1923 წლის 8-9 ნოემბერი),ჰიტლერის გვერდით დადგა.იულიუსის შესახებ,მოგვიანებით ჰიტლერი ამბობდა:
“შესაძლოა მოიძებნოს ორი ისეთი ადამიანი,რომელთაც არ მოსწონთ შტრაიხერის ცხვირის ფორმა.თუმცა იმ დღეს,ფელდჰერნჰალეში,როდესაც ხიდთან ჩემთან ერთად ვნახე,დავიფიცე რომ,არასოდეს მივატოვებდი მას,თუ თავად არ მიმატოვებდა მე!”
1923 წელს შტრაიხერმა დააარსა ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ანტისემიტური გაზეთი – “დერ შტიურმერი”,სადაც დებდა ებრაელებისადმი საშინელი სიძულვილით აღსავსე სტატიებს.მსოფლიოში ყველა უბედურების სათავედ იგი სწორედ ებრაელ ხალხს ასახელებდა.გარდა ამისა “ხატოვნად” ასახავდა იმ საშინელ რიტუალურ მკვლელობებს (მათ შორის ებრაელი ბავშვებისაც),რომელთაც ადგილი ჰქონდა ფაშისტების მიერ შექმნილ “სიკვდილის ბანაკებში”.მანვე ებრაელებს ბრალი დასდო,1937 წელს “ჰინდერბურგის” დილიჟანის კატასტროფაში.იულიუსის ორატორული გამოსვლები,დიდ მოწონებას იწვევდა ანტისემიტებში და მას მხარს უჭერდა ადოლფ ჰიტლერიც.მისი მიზანთროპული აზროვნება კი სრულიად აკმაყოფილებდა ფაშისტების გემოვნებას.თუმცა,მას შემდეგ,რაც გერმანია კრახის წინაშე აღმოჩნდა,1945 წლის 23 მაისს,სამართალმა მასაც უწია და იგი დააკავებულ იქნა.ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე ბრალი დასდეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში.აღნიშნულ პროცესს იგი ცინიკურად – “მსოფლიო ებრაელთა ტრიუმფად” მოიხსენიებდა.ფსიქიატრების ცნობით,იულიუს შტრაიხერი “ფანატიკური ანტისემიტიზმით” იყო დაავადებული,რაც მისი ავადმყოფი ფსიქიკის შედეგი იყო.მას შემდეგ,რაც სასამართლომ სიკვდილით დასჯა (ჩამოხრჩობით) მიუსაჯა,განაცხადა: “რაღა თქმა უნდა სიკვდილით დასჯა! სხვას არც არაფერს მოველოდი.ეს ხომ თავიდანვე ყველასათვის ცახდი იყო”.1946 წლის 16 ოქტომბერს – იულიუს შტრაიხერი განაჩენის აღსასრულებლად გაიყვანეს და როდესაც ეშაფოტზე ავიდა,მთელი ხმით დაიყვირა – “პურიმი”,რაც ერთ-ერთ ებრაულ დღესასწაულს აღნიშნავს.ამ დღეს ებრაელი ერი თავის მტრებზე გამარჯვებას აღნიშნავს.მისი შეძახილიც აღნიშნულ ფაქტთან ასოცირდებოდა.გარდა ამისა მან თქვა,რომ ერთ დღეს ბოლშევიკები იმათაც ჩამოახრჩობდნენ,ვინც დღეს მას ახრჩობდა.როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ჯალათი – ჯონ ვუდი,მოგვიანებით აცხადებდა,თავზე ტომარა ჩამოცმული იულიუს შტრაიხერის უკანასკნელი სიტყვები იყო – “ჰაილ ჰიტლერ!” (ავტორი გენია.ჯი)