რობერტ ჯეიმზ ფიშერის შესახებ…
რობერტ ჯეიმზ ფიშერი (1943-2008 წლები) – წარმოადგენდა განსაკუთრებულად ექსცენტრიული ხასიათით გამორჩეულ,ისლანდიური წარმომავლობის მქონე,გენიალურ ამერიკელ მოჭადრაკეს.იგი ერთადერთი ამერიკელი მოჭადრაკე გახლავთ ისტორიაში,რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატში (ვაჟთა შორის) მოიპოვა გამარჯვება (მოგვიანებით აღნიშნული ტიტული “ფიდემ” ჩამოართვა).მიუხედავად ამისა,იგი იუგოსლავური ჟურნალის – Chess informant-ის მიერ დასახელებულ იქნა XX საუკუნის უძლიერეს მოჭადრაკედ.რობერტ ჯეიმზ ფიშერის სახელი,მუდმივად ასოცირდებოდა “შეშლილ გენიოსთან”,რადგან ყოველთვის გამოირჩეოდა საოცარი ექსცენტრიული საქციელითა და სკანდალური განცხადებებით. (ავტორი გენია.ჯი) მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება,დაფიქსირებულ იქნა ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში 1972 წელს,მაშინ,როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის უპრინციპულეს მატჩში დაამარცხა საბჭოთა გრისმაისტერი – ბორის სპასკი.აღნიშნულ გამარჯვებას,არა მარტო უდიდესი სპორტული მნიშვნელობა,არამედ დიდი პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონა.მას შემდეგ,რაც იგი გამარჯვებული დაუბრუნდა ამერიკას,ქვეყანამ,როგორც ეროვნულ გმირს შეჰფერის,ისეთი დახვედრა მოუწყო.იგი ყველა ასაკის ამერიკელისათვის “კუმირად” იქცა.განსაკუთრებულად პოპულარული კი,მაინც ახალგაზრდა თაობაში იყო.ხშირად იწვევდნენ ტელეშოუებში.სადილად მიიწვია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა – რიჩარდ ნიქსონმა,თუმცა ფიშერმა მიწვევაზე პრეზიდენტს უარი შეუთვალა და აღნიშნა,რომ მეტად უხერხულად გრძნობდა თავს ,მაშინ,როცა ჭამის დროს პირში უყურებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ფიშერის პოპულარობა ზენიტს აღწევდა.ამით კი საკმაოდ დიდ თანხებს გამოიმუშავებდა.მაგალითად,იმისათვის,რომ რომელიმე წვეულებაზე სიტყვით გამოსულიყო 1 000 $ უნდა გადაეხადათ.სატელეფონო ინტერვიუში 2 500 $-ს იღებდა.სრულყოფილ ინტევიუში კი 25 000 $-ს.დროის გასვლასთან ერთად,ფიშერის ვარსკვლავმაც იწყო ჩაქრობა.1992 წელს,მას იუგოსლავიაში შესთავაზეს კომერციულად მომგებიანი მატჩი ბორის სპასკის წინააღმდეგ.გაიგო,რა ამ მატჩის შესახებ ამერიკის ხელისუფლებამ,იმთავითვე არაკანონიერად მიიჩნია იგი და ფიშერს,მისცა წერილობითი გაფრთხილება,რომ თუკი მასში მიიღებდა მონაწილეობას 250 000 $-ით დააჯარიმებდნენ.მან კი,აღნიშნული წერილობითი გაფრთხილება,საჯაროდ დახია.მას შემდეგ რობერტ ჯეიმზ ფიშერმა საბოლოოდ აიყარა გული იმ ქვეყანაზე,რომლის ინტერესებსაც იცავდა ათწლეულების განმავლობაში.იაპონიიდან დეპორტაციის შემდეგ რეიკიავიკში ჩავიდა,სადაც 2007 წლის აპრილში,თირკმლის უკმარისობის შედეგად ჰოსპიტალიზირებული იქნა.მას სთავაზობდნენ ოპერაციის გაკეთებას,თუმცა არ დასთანხმდა,რის შედეგადაც XX საუკუნის გენიალური მოჭადრაკე – რობერტ ჯეიმზ ფიშერი გარდაიცვალა.მისივე ანდერძის თანახმად,დაკრძალულ იქნა მეტად მოკრძალებული პროცესიის თანხლებით.გენიოსის საფლავზე დადგმულია,ასევე მოკრძალებული საფლავის ქვა წარწერით: “რობერტ ჯეიმზ ფიშერი. 1943 წლის 9 მარტი – 2008 წლის 17 იანვარი”. (ავტორი გენია.ჯი)
რობერტ ჯეიმზ ფიშერის “მოკრძალებული” საფლავი რეიკიავიკში