დავით კლდიაშვილი – “ეპიზოდი”

დიდ ქართველ მწერალს,საქართველოს სახალხო მწერალსა და მამულიშვილს - დავით სამსონის ძე კლდიაშვილს (1862-1931 წლები),სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე ჯანმრთელობა სრულიად შეერყა.მისი მდგომარეობა დღითი-დღე უარესდებოდა.თვალის ჩინი სულ წაერთვა და როდესაც სოფელში მისი ვაჟი სერგო კლდიაშვილი ჩადის,შვილი მამას ფეხზე წამოაყენებს,რის შემდეგაც მხარში შემდგარი გარეთ,ეზოში გაჰყავს.უეცრად დავითის თვალი ერთ წერტილზე მიჩერებული ჩერდება.ეს სულ რაღაც ერთი წუთი გრძელდება.დაჟინებით იყურება პირდაპირ.მერე ისევ მოდუნდა და თავის ვაჟს ამ სიტყვებით მიმართა:

” – საკვირველი რამ მოხდა,სერგო.ჩემი ბრმა თვალებით ძალიან გარკვევით დავინახე ხეობა,მთები.რამდენი ხანია აღარ დამინახავს! მენატრებოდა და ვერ ვხედავდი.დავინახე,საკვირველად დავინახე.ერთხელ,ბავშვი ვიყავი,სწორედ ამ ადგილიდან დავინახე ის მთები,აი,იმ ბავშვის თვალით დავინახე ახლა. (ავტორი გენია.ჯი) იმ დღეს რაღაც ბალახის სუნი ვიგრძენი და ახლაც სწორედ ის სუნი ვიყნოსე.პირდაპირ უცნაურობა მოხდა! მთელმა ჩემმა ცხოვრებამ თვალწინ გაირბინა.რამდენი წლისა ვარ ახლა? სამოცდაშვიდის? საკვირველია,როდის გავიდა ეს დრო,როგორ გავიარე ეს ცხოვრება! როდის მოვხუცდი!”

P.S. დავით კლდიაშვილი ამ ამბიდან მალევე აღესრულა (1931 წლის 24 აპრილი).დასრულდა სიცოცხლე იმ კაცის,რომლის ნაღვაწისა და ნააზრევის გარეშე ქართული მწერლობის წარმოდგენა დღეს შეუძლებელია.დავითის ცხედარი სიმონეთის გლეხკაცობამ გამოაცილა სოფლის ორღობეებს.”ხალხმა წაიღო მისი კუბო თბილისისკენ მიმავალ მატარებელში მოსათავსებლად. და ამ დღიდან მისი ჭირისუფალი სრულიად საქართველო იყო”.(ავტორი გენია.ჯი)