ატუეი

ატუეი – რომელიც ცხოვრობდა XV-XVI საუკუნეებში,წარმოადგენდა ტაინოს ინდიელი ხალხის იმ კასიკს (ბელადი),რომელიც სათავეში ჩაუდგა ესპანელ კოლონიზატორთა წინააღმდეგ ბრძოლას ჰაიტისა და კუბაზე.აქვე აღსანიშნავია ისიც,რომ იგი გახლავთ პირველი ეროვნული გმირი კუბის და პირველი ამბოხებული ბელადი ამერიკისა.მას შემდეგ,რაც ესპანელებმა ატუეის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები დაიკავეს,იგი 400 თანამებრძოლთან ერთად გაიქცა ესპანიოლიდან,რა დროსაც კაობანის (კუბა) მოსახლეობა გააფრთხილა კონკისკადორთაგან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.როგორც ცნობილი ესპანელი დომინიკელი ბერისგან – ბართოლომეო დე ლას კასასის ცნობებიდან ვგებულობთ,მან დაარწმუნა ადგილობრივი მოსახლეობა,თუკი რამ ოქრო გააჩნდათ მდინარეებში გადაეყარათ,რადგან ესპანელებს,რომლებიც ოქროს განსაკუთრებით “აღმერთებდნენ”,ხელში არ ჩაეგდოთ იგი.ატუეიმ თავის გარშემო შემოიკრიბა სხავდასხვა ტომის ინდიელი ხალხი და სათავეში ჩაუდგა,მათ ბრძოლას კოლონიზატორთა წინააღმდეგ. (ავტორი გენია.ჯი) ესპანელთა უმთავრეს სამხედრო ბაზას ფორტი ბარაკოა წარმოადგენდა.ატუეიმ,თანამებრძოლებთან ერთად,რამდენიმე ხნის მანძილზე შესძლო კონკისკადორთა შეჩერება,თუმცა ცნობილი ესპანელი კონკისკადორის – დიეგო ველასკეს დე კუელიარის ხელმძღვანელობით (რომელიც ძალიან კარგად იცნობდა ინდიელთა საბრძოლო ტაქტიკას),მათ შესძლეს აჯანყებულების დამარცხება.ერთ-ერთი ბრძოლისას კი ტყვედ იქნა აყვანილი,თავად აჯანყების ბელადი – ატუეი.ესპანურმა სასამართლომ,მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა,კოცონზე დაწვით.დასჯის წინ,ატუეისთან გასაუბრების უფლება მიეცა,ერთ-ერთ ფრანცისკანელ ბერს.იგი ინდიელთა ბელადს,არწმუნებდა,რომ ქრისტიანობა მიეღო,რათა სიკვდილის შემდეგ სამოთხეში მოხვედრილიყო.შემოთავაზებულ წინადადებაზე,ატუეიმ სასულიერო პირს შეკითხვა დაუსვა,იმის შესახებ,რომ თუ ხვდებოდა ყველა ქრისტიანი სამოთხესი,რაზეც ბერისაგან მიიღო პასუხი,რომ სამოთხეში ყველა ვერ ხვდებოდა.მასში მოხვედრა,მხოლოდ კეთილ და უცოდველ ადამიანებს შეეძლოთ.მოისმინა რა ატუეიმ ბერის პასუხი,მას მიმართა:

” – მე არ მსურს სამოთხეში მოხვედრა.ჯოჯოხეთი ბევრად მირჩევნია,რადგან იქ მაინც არ მომიწევს შევხვედრა ქრისტიანებთან,რომლებიც ესოდენ დიდი სისასტიკით გამოირჩევიან”.

1512 წლის 2 თებერვალს,ატუეი ესპანელების მიერ სიკვდილით იქნა დასჯილი.დღესდღეობით მისი სახელი კუბაზე და ჰაიტიზე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.კუბაზე მდებარე ქალაქ ბარაკოაში აგებულია ატუეის ძეგლი.გარდა ამისა,იგი გამოსახულია კუბური ვალუტის 10 პესოიან მონეტაზე.ატუეის სახელს ატარებს ერთ-ერთი კუბური წარმოების ლუდიც. (ავტორი გენია.ჯი)

ატუეის ძეგლი ქალაქ ბარაკოაში

ატუეი – კუბის 10 პესოიან მონეტაზე