ტომონაგა სინიტირო
ტომონაგა სინიტირო - დაიბადა 1906 წლის 31 მარტს იაპონიის ქალაქ კიოტოში.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი იაპონელი ფიზიკოსი და “ნობელის პრემიიის” ლაურეატი ფიზიკის დარგში (ფუნდამენტური ნამუშევრისათვის კვანტური ელექტროდინამიკის,შემცველი ღრმა გამოკვლევების ფიზიკაში,ელემენტარულ ნაწილაკებზე).“ნობელის პრემია” მიენიჭა 1965 წელს,ამერიკელ ფიზიკოს – ჯულიან სეიმურ შვინგერთან და ასევე გენიალურ ამერიკელ ფიზიკოსთან – რიჩარდ ფილიპს ფეიმანთან ერთად. (ავტორი გენია.ჯი) 1929 წელს დაამთავრა კიოტოს უნივერსიტეტი,სადაც სწავლის დასრულების შემდგომ 1932 წლამდე იმუშავა.1932 წლიდან იგი მუშაობას იწყებს ფიზიკისა და ქიმიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში,რა დროსაც უამრავი კვლევები და ცდები ჩაატარა აღნიშნულ მეცნიერებებში.1937 წლიდან 1939 წლამდე გერმანიაში,კერძოდ ლაიფციგში იწყებს მუშაობას გამოჩენილ გერმანელ ფიზიკოს ჰაიზენბერგთან ერთად.მალე ის სამშობლოში ბრუნდება და 1941 წლიდან ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი ხდება.1956-1962 წლებში,ტომონაგა სინიტირო აღნიშნული უნივერსიტეტის პრეზიდენრის თანამდებობას იკავებდა.1963-1969 წლებში,ტოკიოს ოპტიკური კვლევების პრეზიდენტად და იაპონიის მეცნიერებათა საბჭოს ხელმძღვანელად იმუშავა.მისი შრომები ძირითადად მოიცავდა “მაგნეტიზმისა და ველის კვანტურ თეორიას”,”ატომურ ფიზიკას”, კვანტურ ელექტროდინამიკას”,კოსმოსური სხივების ფიზიკას” და “ნეიტრონების თეორიას”.გარდა ამისა,ამ დიდ ფიზიკოსს ეკუთვნოდა 1942 წელს წარმოდგენილი – “ტალღური ველების კვანტური თეორიის რელატივისტურად ინვარიანტული ფორმულირებაც”.1955 წელს,შეიმუშავა – “კვანტომექანიკური კოლექტიური მოძრაობების თეორია”.მისი უდიდესი ამაგი ფიზიკის მეცნიერებაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა და 1965 წელს,მიენიჭა “ნობელის პრემია” ფიზიკის დარგში.იგი გახლდათ სხვადასხვა სამეცნიერო ორგანიზაციების წევრი და დაჯილდოვებული იყო მრავალი ქვეყნის სამეცნიერო მედლით.ტომოგანა სინიტირო გარდაიცვალა 1979 წლის 8 ივლისს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში.მისი წვლილი ფიზიკის მეცნიერების განვითარებაში მართლაც ძალიან დიდია,რის გამოც სინიტიროს ერთ-ერთ უდიდეს იაპონელ ფიზიკოსად მოიხსენიებენ (ავტორი გენია.ჯი)