ვარსკვლავების შესახებ…
ერთი შეხედვით,ადამიანებს გვეჩვენება,რომ ყველა ვარსკვლავი ერთნაირი აგებულების და ერთი ფერისაა,მხოლოდ იმ განსხვავებით,რომ ზოგი უფრო კაშკაშა სინათლეს გამოსცემს და ზოგიც კიდევ უფრო ჩამქრალი ვარსკვლავის შთაბეჭდილებას ტოვებს.თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით,თითოეულ ვარსკვლავს თავისი ფერი გააჩნია.ეს კი,განსაკუთრებით,გალაქტიკის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებზე დაკვირვებისას ჩანს.ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს – “არკტურსა” და “ალდებარანს” - ფორთოხლის ფერი აქვთ; “ბეთელჰეიზესა” და “ანტარეს” – წითელი; “სირიუსსა” და “ვეგას” ვარსკვლავებს – თეთრი ფერი; “სპიკასა” და “რეგულს” – მოთეთრო-მოცისფრო,ხოლო “კაპელასა” და “ალფა ცენტავრას” კი ყვითელი ფერი აქვთ.ასტრონომთა განმარტებით ეს მოვლენა,აღნიშნულ ვარსკვლავთა ზედაპირის ტემპერატურის გამოისობით ხდება. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად: ყველაზე ცივი ამ კაშკაშა ვარსკვლავებიდან წითელი ფერის მქონე – ბეთელჰეიზე და ანტარეა,რომელთა ზედაპირზე -3 500-დან -4 000 გრადუს-ცელსიუსამდე ტემპერატურაა.ყვითელი ვარსკვლავების – კაპელასა და ალფა ცენტავრას ზედაპირის ტემპერატურა +6000 გრადუს-ცელსიუსამდე მერყეობს.თეთრი ფერის ვარსკვლავების – სირიუსისა და ვეგას ზედაპირის ტემპერატურა +10 000 გრადუს ცელსიუს აჭარბებს.ხოლო ყველაზე ცხელ კაშკაშა ვარსკვლავებად ცნობილი,მოთეთრო მოცისფრო ვარსკვლავები – სპიკა და რეგულია მიჩნეული,რომელთა ზედაპირის ტემპერატურა +30 000 გრადუს-ცელსიუს აჭარბებს. (ავტორი გენია.ჯი)