ისააკ ნიუტონის “განადგურებული ნაშრომი”

როგორც ცნობილია,გენიალური ინგლისელი ფიზიკოსი,მათემატიკოსი,ასტრონომი და ფილოსოფოსი – სერ ისააკ ნიუტონი (1642-1727 წლები),სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სერიოზულად დაინტერესდა “ღვთისმეტყველებით”.სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მან,ყველასაგან სრულიად საიდუმლოდ იმ წიგნზე მუშაობა,რომელსაც მეცნიერებაში რევოლუციის მომხდენი გენიოსი – ისააკ ნიუტონი,თავის ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომად მიიჩნევდა ცხოვრებაში. (ავტორი გენია.ჯი) იგი დარწმუნებული იყო,რომ აღნიშნული წიგნი კაცობრიობის მომავალს “საკეთილდღეოდ” შეცვლიდა.თუმცა ბედის ირონიით,ამ უნიკალურ ნაშრომს დღის სინათლეზე გამოსვლა არ ეწერა,რადგან ერთ დღეს,მისმა საყვარელმა ძაღლმა სანათი ამოაყირავა და ნიუტონის სახლში ხანძარი გაჩნდა.მიუხედავად იმისა,რომ სახლი სრულ დაწვას გადაარჩინეს,ამ ნაშრომის გადარჩენა ჩვენდა სამწუხაროდ ვერაფრით მოხერხდა.შესაბამისად,კაცობრიობისათვის სრულიად უცნობი დარჩა,თუ რა დაწერა ისააკ ნიუტონმა თავის იმ ქმნილებაში,რომლითაც იგი კაცობრიობის ბედის ბორბალის წაღმა დაბრუნებას ვარაუდობდა.ამ ამბის შემდეგ,სულ მალე 1727 წლის 31 მარტს გენიალური ფიზიკოსი და სწავლული სერ ისააკ ნიუტონი გარდაიცვალა კენსინგტონში (ინგლისი).ზემოთ აღნიშნული ისტორიის შემთხვევაში,არ გამართლდა დიდი რუსი მწერლის – მიხეილ ბულგაკოვის ცნობილი ფრაზა: “ხელნაწერები არ იწვიან!”

“ისინი იწვიან და მერე როგორ!” (ავტორი გენია.ჯი)