“კოსმოპოლიტური ოჯახი” – “ეპიზოდი”
სოციალ-დემოკრატიის იდეები ზოგს ოჯახის შექმნაშიც “დაეხმარა” იდეურ-მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით… “ზოგიერთნი კი მათებურად გაგებული კოსმოპოლიტიზმის მიხედვით აშენებდნენ ოჯახებს.როტშილდის ქარხნის ერთმა მუშამ,გერონტი ელ-იამ,რომელმაც რუსული ენა იმდენად იცოდა,რომ ძლივს ორ სიტყვას თუ გადააბამდა დიდი წვალებით ერთმანეთს,უკუაგდო თავისი ეროვნება და მოიწადინა “კოსმოპოლიტური ოჯახის” შექმნა. (ავტორი გენია.ჯი) მისი აზრით,ამისთვის საჭირო იყო მხოლოდ სხვა ეროვნების ქალის შერთვა და კიდეც ასე მოიქცა.შეირთო ქალი,რომელმაც ერთი სიტყვა ქართული არ იცოდა.
გავიდა დრო,ეს მუშა ერთხელ აღელვებული მისდგომია დიდ ქართველ მწერალსა და მამულიშვილს – დავით კლდიაშვილს და გაუჩერებია იგი:
- რა ამბავია გერონტი?
- თქვენი დარიგება მინდა,თქვენი რჩევა მჭირია,ძვირფასო დავით,რარიგად მოვიქცე,რა გზას დავადგე იმ გაჭირვების ასაცილებლად მე რომ ჩავარდი ჩემი დაოჯახებით… ოჯახს მოვეკიდე.მეგონა გავბედნიერდებოდი… შევცდი,გადავცდი,მე ისევ ჩვენიანი ვინმე უნდა მომეყვანა,ახლა ვხვდები,რომ ის უცხო ქალი და მე არ უნდა შევყრილიყავით… ნამეტანი ევირიეთ,ერთმანეთის არაფერი გვესმის,იმას ნამეტურ ჩემი. (ავტორი გენია.ჯი) სწყინს როცა ჩემთან მოსული ამხანაგები ქართულად დაიწყებენ ლაპარაკს… ერთი სიტყვით,ყველაფერი ჩვენი შეიძულა უცნაურად და გული მიკვდება,ცეცხლი მეკიდება ამას რომ ვხედავ… პირდაპირ ჯოჯოხეთია ჩვენი ცხოვრება… რას ვფიქრობდი და რას შევეყარე?!