ედგარ ალან პოს “ნიქტოფობიით” დაავადების მიზეზი…
შესანიშნავი ამერიკელი ნოველისტი,მწერალი და პოეტი - ედგარ ალან პო (1809-1849 წლები),რომელიც მიჩნეულია დეტექტიური და კრიმინალური ჟანრის ფუძემდებლად,მთელი ცხოვრების განმავლობაში სიბნელის შიშით (ნიქტოფობიით) იტანჯებოდა.როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ,ამის მიზეზი შესაძლებელია მის ადრეულ ბიოგრაფიაში ასახული მოვლენა ყოფილიყო.ცნობილია,რომ ედგარი სიღარიბეში გაიზარდა.შესაბამისად,მას მდიდრულ სკოლაში სწავლის არანაირი საშუალება არ გააჩნდა.ამიტომ ის სწავლობდა იმ დაწყებით სკოლაში,რომელიც ტერიტორიულად სასაფლაოზე იყო განთავსებული.სკოლა,იმდენად ღარიბი სკოლა იყო,რომ იგი სახელმძღვანელოების დიდ დეფიციტსაც განიცდიდა. (ავტორი გენია.ჯი) ამ მიზეზის გამო,ედგარის მათემატიკის მასწავლებელმა მიიღო მეტად “ორიგინალური” გადაწყვეტილება.პედაგოგი ბავშვებს,გაკვეთილებს სასაფლაოზე (საფლავებს შორის) უტარებდა.მეთოდი კი ასეთი იყო: თითოეული მოსწავლეს უნდა აერჩია საფლავის ქვა,რომელზეც რაღა თქმა უნდა გამოსახული იყო გარდაცვლილის დაბადებისა და დაღუპვის თარიღები,მოსწავლეებს მიმატება-გამოკლების მეშვეობით,უნდა დაედგინათ თუ რამდენი წლის გარდაიცვალა ესა თუ ის პიროვნება,რომლის საფლავის ქვაც თავად ჰქონდათ არჩეული.მეორე,მესამე და შემდეგ,მათემატიკის გაკვეთილებზე მოსწავლეები იცვლიდნენ საფლავებს და ასე გრძელდებოდა დიდი ხნის განმავლობაში.ასეთმა უცნაურმა და ერთობ ამთრგუნველმა სწავლის მეთოდმა კი,ბავშვის ფსიქიკურ და მორალურ მდგომარეობაზე ძალიან უარყოფითი გავლენა იქონია.სპეციალისტები,სწორედ ამ მიზეზს მიაწერენ ედგარ ალან პოს “ნიქტოფობიით” დაავადებას,რომელიც მას მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევდა.აღსანიშნავია,რომ გარდა “ნიქტოფობიისა”,სწავლის ასეთ მეთოდს უკავშირებენ მისი შემოქმედების თემატიკასაც.ედგარ ალან პო – მიიჩნევა ლიტერატურაში – “საშინელებათა ჟანრის” ფუძემდებლად.
P.S. ჩემო მკითხველო,აქვე ერთ საინტერესო დეტალზეც შევაჩერებ თქვენს ყურადრებას.კერძოდ – ედგარ ალან პო,გახლდათ ის პირველი ამერიკელი მწერალი,რომელმაც გადაწყვიტა მხოლოდ მწერლობით ერჩინა თავი და სხვა სამსახური არც კი მოეძია და მართლაც,ისე აღესრულა იგო,რომ არსად უმოღვაწია,გარდა ლიტერატურული საქმიანობისა. (ავტორი გენია.ჯი)