“პრისის პაპირუსი”

“პრისის პაპირუსი” – მსოფლიოში დღემდე შემორჩენილ უძველეს ხელნაწერთა (წიგნთა) შორის,ყველაზე ძველ ეგზემპლარად მიიჩნევა.იგი მეცნიერთა მიერ ჩვ.წ.აღ-მდე 3 350 წლით თარიღდება და დაწერილ უნდა იყოს ეგვიპტის XII დინასტიის პერიოდში (ძვ.წ.აღ-ით 1991-1783 წლები).იგი აღმოჩენილ იქნა ცნობილი ფრანგი “აღმოსავლეთმცოდნის” – ემილია პრის დ’ავენის (1807-1879 წლები),მიერ თანამედროვე ეგვიპტეში მდებარე უძველესი ქალაქის თებეს არქეოლოგიური კვლევებისას 1856 წელს.სახელიც აღნიშნულ უნიკალურ პაპირუს,სწორედ მისი აღმომცენის საპატივცემულოდ ეწოდა.იგი დაწერილ იქნა – “იერატიკული დამწერლობით” (დამწერლობა გაკრული ხელით,რომელიც შექმნეს ძველმა ეგვიპტელებმა იეროგლიფებისაგან).მისი ბოლო ორი გვერდი შეიცავს დარიგებებს,რჩევებსა და ეტიკეტებს “მაღალი საზოგადოების” წრეში ქცევისა.აღნიშნულ სწავლებას – “კაგემნის დარიგებადაც” მოიხსენიებენ,რადგან,ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით,იგია მისი ავტორი. (ავტორი გენია.ჯი) თავის მხრივ,კაგემნი გახლდათ ეგვიპტის ფარაონის – ტეტი III-ის ინტელექტუალი ვეზირი.თუმცა მეორე და ყველაზე სარწმუნო ვერსიის თანახმად,იგი დაწერილ იქნა კაგემნის მამის მიერ,რომელიც ფარაონ ჰუნის ვეზირს წარმოადგენდა.მისი მეორე სახელწოდება – “პტაჰოტეპის დარიგებაა”.აღნიშნულ პაპირუსში არის გადმოცემული რამდენიმე მორალური სახის რეკომენდაციაც.სხვადასხვა წყაროების ცნობით – “პრისის პაპირუსი” დაწერილ იქნა იმ მიზნით,რომ მამებს – შვილებისათვის – “ქცევის ნორმების” ხარისხიანი სწავლება მიეცათ.აღსანიშნავია,რომ მისი ტექსტი იწყება შემდეგი სიტყვებით: “საუბედუროდ,მსოფლიო აღარ არის ისეთი,როგორიც უწინ იყო.ბავშვებმა მიატოვეს მშობლებზე ყურის დაგდება.ყველას სურს საკუთარი წიგნი დაწეროს.ამ მიზეზთა გამო კი,სამყაროს აღსასრული უკვე ახლოსაა”.

“პრისის პაპირუსი” – აღმოჩენის და გამოკვლევის შემდეგ,ემილმა საჩუქრად პარიზში მდებარე საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა,სადაც დღემდეა დაცული. (ავტორი გენია.ჯი)

“პრისის პაპირუსის” ფრაგმენტი