ნიკოლო პაგანინის შესახებ…
ვირტუოზი იტალიელი მევიოლინე და კომპოზიტორი - ნიკოლო პაგანინი (1782-1840 წლები),იმ პერიოდისათვის საკმაოდ კარგ გასამრჯელოს და ჰონორარებს იღებდა.თუმცა ცნობილია ისიც,რომ იგი აზარტული თამაშების დიდი მოყვარული გახლდათ.დიდი ხელოვანი სათამაშო სახლების ხშირი სტუმარი გახლდათ და უამრავ თანხებსაც აგებდა კაზინოებში.შესაბამისად,პაგანინი ფინანსურად ყოველთვის გაბანკროტებული რჩებოდა.მას,სიცოცხლის უკანასკნელ ხანებში “კაზინოებში” ფულის წაგების გამო იმდენადაც კი გაუჭირდა ეკონომიკურად,რომ თავისი უსაყვარლესი ვიოლინო “დაალომბარდა”. (ავტორი გენია.ჯი) ნიკოლოს,საზოგადოების ერთი ნაწილი გენიალურ მუსიკოსად მიიჩნევდა.თუმცა,მეორე ნაწილი მისი აზრტული თამაშებისადმი დამოკიდებულების და მიდრეკილებების გამო მკვეთრად აკრიტიკებდა მას.კრიტიკოსებს შორის კი სასულიერო პირები ჭარბობდნენ.ისინი,იმ უდიდეს მუსიკალურ გენიას,რომლითაც დიდი კომპოზიტორი და მევიოლინე იყო დაჯილდოებული,”ეშმაკთან ხელშეკრულების დადებას” უკავშირებდნენ და მას “ჯადოქრობაში” სდებდნენ ბრალს.ამ მიზეზთა გამოისობით,პაგანინთან ურთიერთობას ბევრი გაურბოდა.როდესაც იგი,საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გარდაიცვალა,მას სასულიერო პირებმა წესიც კი არ აუგეს.გარდა ამისა,მათ კატეგორიულად აკრძალეს მისი ცხედრის საერთო სასაფლაოზე დაკრძალვა და როგორც იმ პერიოდში იყო გავრცელებული (ჯადოქრების,მისნების,მაგებისა და სხვათა შემთხვევებში),გენიალური ნიკოლო პაგანინი 1840 წლის 27 მაისს,ნიცაში მდებარე საერთო სასაფლაოს გარეთ იქნა დაკრძალული. (ავტორი გენია.ჯი)