იცით თუ არა,რომ

1. ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდარული პრეზიდენტი – ჯორჯ ვაშინგტონი,ვეშაპის ძვლებისაგან დამზადებული კბილების პროთეზით სარგებლობდა.

2. ძველი ეგვიპტელები გარგარს – “მზის კვერცხს” უწოდებდნენ.

3. შვედეთში – “პროსტიტუცია” აკრძალული არ არის,თუმცა მეძავებით სარგებლობა კანონით აკრძალულია.

4. “წმინდა სტეფანე” – კალატოზების მოსარჩლედ,ქომაგად და მფარველად არის მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)

5. რიჩარდ ნიქსონი – ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი იყო,რომელიც მოსკოვს (საბჭოთა კავშირს) ეწვია 1959 წელს.

6. გენიალური ამერიკელი მწერალი – ედგარ ალან პო,ამერიკის სამხედრო აკადემიაში სწავლობდა.თუმცა აკადემიის ხელმძღვანელობის მიერ გარიცხულ იქნა სასწავლებლიდან.

7 . 1801 წლისათვის,ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 20% მონა იყო.

8. რონალდ რეიგანი ერთადერთი ამერიკის პრეზიდენტი იყო,რომელიც პრეზიდენტობამდე “პროფკავშირებს” ხელმძღვანელობდა. (ავტორი გენია.ჯი)

9. სულ დედამიწაზე სკვინჩასა და ნიბლიას 450-მდე სახეობა არსებობს.

10. საშუალო დრო “ატომური რეაქტორის” მომსახურეობისა 40 წელიწადია.