ჯეიმს ებოტ მაკნეილ უისტლერი – “უისტლერის დედა”
“უისტლერის დედა” – (სურათის სრული სახელწოდებაა – “არანჟირება ნაცრისფერ და შავ ფერებში.უისტლერის დედა”),გენიალური ანგლო-ამერიკელი მხატვრის - ჯეიმს ებოტ მაკნეილ უისტლერის (1834-1903 წლები) ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია.იგი,ავტორის მიერ დახატულ იქნა ზეთის საღებავებით ტილოზე,1871 წელს.სურათის სიმაღლე 144,3 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 162,4 სანტიმეტრი.”უისტლერის დედა”,პირველად საზოგადოების წინაშე წარდგენილ იქნა ლონდონის სამეფო ხელოვნების აკადემიის,რიგით 104-ე გამოფენაზე 1872 წელს.თუმცა აღსანიშნავია,რომ იგი ინგლისის სამეფო ხელოვნების აკადემიის მიერ,უარყოფითად იქნა შეფასებული,რამაც ჯეიმსისა და ამავე აკადემიის ურთიერთობაში საბოლოო ბზარი გააჩინა.შესაბამისად,ეს სურათი უკანასკნელი ნამუშევარი იყო,რომელიც ჯეიმსმა აკადემიის მიერ წარმოებულ გამოფენაზე წარადგინა.თავდაპირველად მხატვარს,სურათზე სხვა პერსონაჟი უნდა გამოესახა,თუმცა ბოლო მომენტში ჯეიმსმა ამ შესანიშნავ ტილოზე საკუთარი დედა – ანა მაკნეილი გამოსახა და სახელადაც – “დედა” უწოდა.არსებობს ვერსია,რომლის მიხედვითაც უისტლერს სურდა ტილოზე ქალი ფეხზე მდგომი გამოესახა,თუმცა ეს დედის ასაკისა და ჯანმრთელობის გამო ვერ მოახერხა.ტილოს,გარდა ზემოთ აღნიშნული სახელწოდებებისა,მოიხსენიებენ სხვა სახელწოდებითაც,კერძოდ – ”მხატვრის დედა”.დღესდღეობით,ჯეიმს ებოტ მაკნეილ უისტლერის ნამუშევარი – “არანჟირება ნაცრისფერ და შავ ფერებში.უისტლერის დედა” საფრანგეთში,პარიზის “ორსეს მუზეუმშია” დაცული და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ სანამ ტილო ორსეს მუზეუმში დაიდებდა ბინას,მანამდე იგი ლომბარდში იქნა ჩადებული და შემდეგ გამოსყიდული.აღნიშნული ნამუშევარი “დედის კულტურის” ერთ-ერთ სიმბოლოდაა მიჩნეული სახვით ხელოვნებაში. (ავტორი გენია.ჯი)