იაკობ გოგებაშვილი “ქართული ანბანის” შესახებ წერდა…
“ჩვენი ანბანი არის შედგენილი მარტივს სინკრეტიულს მეთოდზედ და ეს მეთოდი ითვლება უახლოეს,უკეთეს მეთოდად.სინკრეტიულის მეთოდით სწავლა იწყება,საგნის გაცნობიდგან.საგანს ან მის სურათს ბავშვი ჰხედავს თვალით,აკვირდება მას,არკვევს მის ნაწილებს და თვისებათა და ხატავს მას ფიცარზედ.მასწავლებელი გარდაცემს ბავშვს ამ საგნის შესახებ რაიმე მოთხრობასა,თუ შესაძლებელია,ანდაზას,გამოცანასა და ლექსსა,რომელსაც ამღერებს მარტივს ჰანგებზედ.შემდეგ ამ საგნის სახელს ასწავლის ჯერ ხმების,მერე ასოების მხრივ და ფიცარზედ დააწერინებს სიტყვას და ასოებს.ბოლოს ბავშვები კითხულობენ სიტყვებსა და ფრაზებსა,გაცნობილის ასოებიდგან შემდგარს.ამ სახით სინკრეტიული მეთოდი კითხვასა ჰხდის ცენტრად ბევრ-გვარის ვარჯიშობისა:წერისა,დაკვირვებითის სწავლისა,თვალისა,ხატვისა,სიმღერა-გალობისა და ამითი თავდა-პირველადვე სდებს ბავშვის გონებაში საძირკვლის მრავალმხროვან,ჰარმონიულ განვითარებისას”. (ავტორი გენია.ჯი)