ჯუზეპე ფორტუნინო ფრანჩესკო ვერდი
ჯუზეპე ფორტუნინო ფრანჩესკო ვერდი - დაიბადა 1813 წლის 10 ოქტომბერს რონკოლეში,ქალაქ ბუსეტოს სიახლოვეს (იტალია).იგი გახლდათ უდიდესი იტალიელი კომპოზიტორი და XIX საუკუნის,არა მარტო იტალიური,არამედ მსოფლიო ოპერის ყველაზე გავლენიანი ხელოვანი.მის მიერ შექმნილი გენიალური ნამუშევრები დღემდე იდგმება მაღალი ინტესივობით,მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილ საოპერო თეატრში.მუსიკის ისტორიაში ჯუზეპე ვერდი შევიდა,როგორც საოპერო ხელოვნების რეფორმატორი,უდიდესი კომპოზიტორ-რეალისტი.იდეურ-მხატვრულმა სიმდიდრემ,ჰუმანურობამ,იტალიურ ეროვნულ-დემოკრატიულ კულტურასთან კავშირმა განაპირობა ვერდის ოპერების პოპულარობა მთელს მსოფლიოში.იგი დაიბადა კარლო ჯუზეპე ვერდისა და ლუიჯი უიტინის ოჯახში. (ავტორი გენია.ჯი) მისი დაბადების ადგილი იმპერიოდში საფრანგეთის პირველი იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა და ოფიციალური დოკუმენტების თანახმად საფრანგეთში დაბადებულად მიიჩნეოდა.ოჯახი ღარიბულად ცხოვრობდა,რის გამოც მას საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა.მიუხედავად ამისა,მისი მუსიკის მიმართ ინტერესი დაუოკებელი გახლდათ და ადგილობრივ ტაძარში მესას ხშირად ესწრებოდა.ორღანზე დაკვრა პიეტრო ბაისტროკიმ შეასწავლა.შეატყო რა ოჯახმა მას მუსიკალური ნიჭი,მისთვის შეისყიდეს “სპინეტი” (მცირე ზომის კლავიშებიანი მუსიკალური საკრავი),რომელიც გენიალურმა კომპოზიტორმა სიცოცხლის ბოლომდე შეინახა. (ავტორი გენია.ჯი) მისი მუსიკალური ნიჭით დაინტერესდა ქალაქში ცნობილი მდიდარი მოვაჭრე და მუსიკის მოყვარული ანტონიო ბარეცი,რომელსაც სჯეროდა,რომ ვერდი დიდი კომპოზიტორი დადგებოდა.ათი წლის ასაკში იგი ქალაქ ბუსეტოში გადადის სასწავლებლად.ამავე პერიოდში მის ყურადღებას იქცევს გოეთეს,შილერისა და სხვა ცნობილი ლიტერატორების ნაწარმოებები.20 წლის ასაკში მიემგზავრება მილანში,სადაც მისი გენიის გაფურჩქვნა იწყება და იწყებს მუსიკალური ნაწარმოებების შექმნას.იტალიურ ბელკანტოს პრინციპებზე დაყრდნობით,ვერდიმ თავისი ოპერების ვოკალური მელოდიკა გაამდიდრა დრამატიზმითა და ჰეროიკული ინტონაციებით. კომპოზიტორმა მნიშვნელოვნად შეცვალა ტრადიციული იტალიური ოპერის ხასიათი და სტრუქტურა.სასიმღერო არიისა და დეკლამაციური პრინციპების შერწყმით მან თავისი “შერეული” ვოკალური სტილი, რომელიც საფუძვლად დაედო მონოლოგისა და დიალოგის თავისუფალ ფორმას ოპერაში.დრამატული განვითარების მნიშვნელოვან რგოლს ვერდისთან წარმოადგენს დიდი ვოკალური სცენები.ვერდის საუკეთესო ოპერებში მნიშვნელოვანი დრამატურგიული დატვირთვა ორკესტრს აწევს,თუმცა კომპოზიტორისთვის მთავარი მაინც ვოკალური საწყისის პრიორიტეტია.”ხმა და მელოდია ჩემთვის ყველაზე მთავარი იქნება”,ამბობდა ვერდი.მან დაწერა 26 ოპერა,აქედან 6 ორი რედაქციით,კანტატები,”ოტელო”,”ერის ჰიმნი” რომელიც დაწერილ იქნა 1862 წელს,რომანსები,სიმღერები და სხვა.სიცოცხლის უკანასკნელი 12 წლის მანძილზე მან ფაქტიურად ძალიან მცირე რაოდენობით შექმნა ნაწარმოებები.ჯუზეპე ვერდი გარდაიცვალა 1901 წლის 27 იანვარს მილანში.მისი შემოქმედება კი დღემდე ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა “მსოფლიო ოპერის ხელოვნებაში”. (ავტორი გენია.ჯი)