“გალაკტიონი და ფიროსმანი”
“თბილისის ქუჩებსა და ქუჩაბანდებს ახსოვს ორი მოხეტიალე გენია,ორი მარტოსული,ორი უცნობი,უცნაურ ვარსკვლავზე დაბადებული ბავშვები: ერთი – შეუცნობელი და დაუფასებელი,მეორე – აღიარებული და ტიტულოვანი, – და მაინც ორივე ერთნაირად შერისხული და დაწყევლილი.
მათი გზები მარტოობის დღესასწაულზე შეხვდნენ ერთმანეთს,ბახუსის შუქით გაბრწყინებულ გზაშესაყართან: მხატვარი თითქმის ეთხოვებოდა თავის საყვარელ ქალაქს,პოეტი თითქოს აგრძელებდა მის ნაკვალევზე ხეტიალს,მის ამქრებსა და ამფსონებს უახლოვდებოდა”. (ავტორი გენია.ჯი)