მიხეილ ჯავახიშვილის ნააზრევი…
1. “ყველამ რომ ცოდვების მონანიება დავიწყოთ,მთელი საქართველო მონასტრად გადაიქცევა”.
2. “ბევრი მესმის,რადგან ბებერი ვარ, და უკვე ბებერი ვარ,რადგან ბევრი მესმის”.
3. “გენიოსობა სიგიჟეა,მგრძნობიარობა გადაგვარების ნიშანია,ხოლო ნაჭარბევი ემოციალობა ნევროზის შედეგია”. (ავტორი გენია.ჯი)
4. “ვინც მუდამ იხედება თავის სულში,ის მუდამ ხედავს მხეცს,ნანობს. და თვითთონვე აკრავს თავის თავს ჯვარზე.სწუხს,იგლიჯება”. (და ჯვარცმულია).
5. “სამყაროში არაფერია უულამაზესი ჩვენის ქვეყნისა,ჩვენს ქვეყანაში ადამიანისა და ადამიანში – სულისა”.
6. “უკან რომ ვიხედები,ყველაზე მეტად ის მაოცებს,რომ ქართველს სიცილის უნარი და სიცოცხლის დიდი შნო შერჩა”.
7. “რომ მკითხონ სიკვდილით დასჯა თუ სამშობლოდან განდევნაო,ისევ პირველი მირჩევნია”.
8. “თუ მართლა კვდება სამშობლო ჩემი, – სიკვდილო შესდექ! ჯერ მე მოვკვდები”. (ავტორი გენია.ჯი)
9. “ახალგაზრდას ჰგონია,ვითომ იმას მიჰყავს ცხოვრება.ბებერი კი რწმუნდება,რომ ცხოვრება მიათრევს ადამიანს,როგორც დახრჩვალ კატას”.
10. “ჭკვიანი ადამიანი ყველას დაეთანხმება,მაგრამ მარტო თავის თავს დაუჯერებს.ყველას მოუსმინე,მაგრამ ნურავის აჰყვები”.