ანა კალანდაძე – (ო,მადლსა შენსა…)
ო,მადლსა შენსა,
ცაო ქართვლისა,
კვლავინდებურად
ჩვენთვის ეხმიოს,
შიგნი თუ გარე,
გაღმა-გამოღმა
თავს ყმაწვილების
კარი გვეხვიოს…
***
სიზმრად კი არა,
ჩემო მეუფევ,
სიზმრად კი არა,
ცხადად გვეხილოს:
დედას ქართვლისას
ჩვენი მიწისთვის
ხე დახუნძლული
ისევ ერხიოს!