ჰესიოდე

ჰესიოდე (მოღვაწეობდა ძვ.წ.აღ-ით VIII-VII საუკუნეებში) – გახლდათ დიდი ძველბერძენი პოეტი,გენიალური მოაზროვნე და “დიდაქტიკური მიმართულების პოეზიის” ბრწყინვალე წარმომადგენელი.დაიბადა კიმში (მცირე აზია),რომელიც იმ პერიოდში საბერძნეთის ერთ-ერთ პროვინციას წარმოადგენდა.წარმომავლობით,გაღარიბებული ვაჭრის შვილი იყო.ჰესიოდეს ოჯახი კიმიდან,მოგვიანებით საცხოვრებლად,ბეოტიაში გადავიდა,სადაც სოფელ ასკრაში დაფუძნდა.თავის ბავშვობისა და პოეტური ნიჭის არსებობის შესახებ ჰესიოდე წერდა: “გამომეცხადენ ჰელიკონელი ნიმფები,რომელთაც ღვთაებრივი სული შთამბერეს და კვერთხი მაჩუქეს დიდებული ლავრისა,რამაც ჩემი პოეტური ნიჭით დაჯილდოება გამოიწვია”.მართლაც ჰესიოდე ტოლ-სწორი იყო,გენიალური ჰეროდოტესი. (ავტორი გენია.ჯი) სრულიად შემოინახა დღემდე მისი დიდაქტიკური პოემები – “სამუშაოები და დღეები” და “თეოგონია” (ღმერთების გენეალოგია),რომელმაც მას უდიდესი აღიარება მოუპოვა.სხვა იმ დროინდელი პოეტებისაგან და ჰომერიდებისაგან განსხვავებით,პირველი ბერძენი პოეტი იყო რომელმაც პოეზიაში საკუთარი პიროვნება წარმოადგინა და საკუთარი სახელიც დაასახელა (რადგან იმ პერიოდისათვის ძირითადად “ფსევდონიმებით” წერდნენ). (ავტორი გენია.ჯი) იგი გამოდის როგორც წინასწარმეტყველი,მოწოდებული მუზებისაგან – “ბრძნული ჭეშმარიტებისა”,აუხსნას სხვებს.ცნობილი ფაქტია რომ მასსა და ჰომეროს შორის,თავისებური კონკურენცია არსებობდა.როდესაც ჰალკიდთა მეფე – ამფიდამანტი,”ლელანტის ბრძოლაში” დაიღუპა,ჰესიოდემ მონაწილეობა მიიღო შეჯიბრში,რომელიც მოეწყო ამფიდამანტის ხსოვნის საპატივცემულოდ.გამარჯვებულად კი იგი ჰომეროსთან ერთად გამოცხადდა,თუმცა მეფე პანედმა,რომელიც ხელმძღვანელობდა ამ შეჯიბრს უპირატესობა ჰესიოდეს მხოლოდ იმიტომ მიანიჭა,რომ მისი თხრობა შეიცავდა,თემებს მშვიდობისა და მიწათმოქმედების შესახებ და არა ომებისა და მებრძოლების შესახებ.ეს გამარჯვება ჰესიოდესი,მიჩნეულია ისტორიაში პირველ “ლიტერატურულ პრემიად”,ევროპული ცივილიზაციისა.მას ზემოთ ჩამოთვლილი პოემების გარდა დაწერილი აქვს – “ჰერაკლეს ფარი”,”მელამპოდია და ფეტიდასა” და “პელეას ქორწინება”.ჰესიოდე მიჩნეულია (ჰომეროსთან ერთად) – “ძველბერძნული პოეზიის პატრიარქად”.მისი გარდაცვალების შესახებ კი არსებობს “ლეგენდა”,რომლის თანახმადაც – პოეზიის მთაში, ჰელიკონზე მწყემსავდა ნახირს,როდესაც ლოკრიდელი ავაზაკების მიერ იქნა მოკლული და შემდგომ ზღვაში გადაგდებული.მისი ცხედარი კი მოგვიანებით დელფინებმა გამოიტანეს ხმელეთზე,ზღვიდან. (ავტორი გენია.ჯი)