მაო ძედუნის მოსაზრებები…
1. „თუ მე ვერაფრით ვივიწყებ გრძნობას იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ძალიან მიყვარს,ყველაფერს გავაკეთებ მის გადასარჩენად და თუ სიტუაცია გამოუვალია, მირჩევნია თავად მოვკვდე, ვიდრე ის გავწირო”.
* * *
2. „როდესაც სკოლას ვამთავრებდი, დედაჩემი გარდაიცვალა და სწორედ მაშინ დამეკარგა სახლში დაბრუნების სურვილი. ამიტომ პეკინში წასვლა გადავწყვიტე. ბევრი ხუანელი სტუდენტი საფრანგეთში გამგზავრებას გეგმავდა, მე კი ევროპაში წასვლის სურვილი სრულებით არ მქონდა. ვთვლიდი, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცოდი საკუთარი ქვეყნის შესახებ და ჩინეთში დარჩენით სამშობლოს გაცილებით მეტ სარგებლობას მოვუტანდი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. „მხოლოდ არანორმალურ და ავადმყოფ ადამიანებს არ შეიძლება ანაღვლებდეთ სხვების ინტერესები.
* * *
4. „იყო დრო, როდესაც ვოცნებობდი, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად ბრძენი ყოფილიყო. ვოცნებობდი იმასაც, რომ მთელი კაცობრიობა ასეთი პიროვნებებისაგან შემდგარი დაკომპლექტებულიყო. ასეთ შემთხვევაში კანონებიც აღარ იქნებოდა საჭირო. ახლა კი ვხვდები, რომ ასეთი სამყარო შეუძლებელია არსებობდეს”.
* * *
5. „ჩინეთის ორიათასწლიან ისტორიას შესაძლოა უდარდელი სწავლება დავარქვათ”. – (ავტორი გენია.ჯი)