ხოსე სანჩეს დელ რიო – (რწმენისათვის წამებული მოზარდი)
ხოსე სანჩეს დელ რიო (1913-1928 წლები) – წარმოადგენდა იმ მექსიკელ ბიჭუნას,რომელიც მონაწილეობას იღებდა “კრისტეროსის აჯანყებაში” (1926-1929 წლები),მექსიკის სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ.მისი მშობლები და ზოგადად ოჯახი მორწმუნე კათოლიკეები იყვნენ.უფლისა და სარწმუნოების სიყვარულს ისინი,ბავშვს პატარაობიდანვე უნერგავდნენ.9 წლის ასაკში მოინათლა,რის შემდეგაც აქტიურად დაუკავშირა,თავისი ცხოვრება ქრისტიანულ რწმენას და ეკლესიას.გარდა ამისა,გაწევრიანდა “ახალგაზრდა მექსიკელი კათოლიკეების ასოციაციაში”.12 წლის იყო,როდესაც მის სამშობლოში სამხედრო დაპირისპირება დაიწყო სამთავრობო ჯარებსა და ამბოხებულებს შორის,რომელსაც მოგვიანებით – “კრისტეროსის ომი”,ანუ “კრისტიადა” ეწოდა. (ავტორი გენია.ჯი) ამბოხებულების უმთავრესი წინააღმდეგობა მდგომარეობდა ქვეყნის ხელისუფლების მიერ წარმოებულ ანტირელეგიურ და ანტიეკლესიურ კამპანიაში.ყოველივე ამას კი სათავეში ედგა მექსიკის პრეზიდენტი – პლუტარკო ელიას კალიესი,რომელმაც 1917 წელს მიღებულ კონსტიტუციაში,რიგი ანტიეკლესიური კანონები შეიტანა.ახლად მიღებული კანონების თანახმად,რომის კათოლიკური ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ მექსიკურ ეკლესიებს ჩამოერთვათ მიწები და სხვა უამრავი პრივილეგიები.აღნიშნულ ბრძოლაში,მონაწილეობას იღებდა ხოსეს ორი უფროსი ძმა.თავად ხოსე,მიუხედავად დიდი სურვილისა,დედამ ომში არ გაუშვა.თუმცა მისმა ერთმა ფრაზამ მშობელი იძულებული გახადა,მცირეწლოვანი ვაჟი ბრძოლაში გაეშვა.ხოსეს მიერ წარმოთქმული მეტად ემოციონალური ფრაზა კი ასე ჟღერდა:
“დედა,არასოდეს არ ვმდგარვარ უფალთან და სამოთხესთან ისე ახლოს,როგორც დღეს და ძალიან გთხოვ ხელი არ შემიშალო”.
ხოსე სანჩეს დელ რიო აქტიურად ჩაერთო ანტისამთავრობო ბრძოლაში.1928 წლის 6 თებერვალს,ერთ-ერთი ბრძოლისას იგი სხვა თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანა სამთავრობო ძალებმა.დაკავების შემდგომ,წარუდგინეს ადგილობრივ გენერალს,რომელმაც მეტად უტაქტო საუბრისას,მოსთხოვა მას აეხსნა მიზეზები,იმისა თუ რატომ იბრძოდა მათ წინააღმდეგ.საბოლოოდ გენერალმა,ხოსეს შეწყალება და განთავისუფლება აღუთქვა,იმ შემთხვევაში,თუკი იგი ბრძოლას თავს გაანებებდა და მათ მხარეზე გადავიდოდა.წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით იქნებოდა დასჯილი.მოზარდმა შემოთავაზებულ წინადადებაზე გენერალს სასტიკი უარი განუცხადა.ციხეში ყოფნისას მოითხოვა კალამი და ფურცელი,იმისათვის,რომ დედისათვის წერილი გაეგზავნა.დედისადმი მიწერილ წერილში,ბავშვი ანუგეშებდა მშობელს და სთხოვდა არაფერზე ენერვიულა.1928 წლის 8 თებერვალს,ხოსე მის ერთ თანამებრძოლთან ერთად გადაყვანილ იქნა,მშობლიური ქალაქის სუაიო-დე-მორელესში მდებარე,”ყოფილ” ეკლესიაში,რომელიც იმჟამად ადგილობრივ დეპუტატს – რაფაელ პიკასოს,”საქათმედ” ჰქონდა გადაქცეული.დილით,ეკლესიაში მამალმა დაიყივლა.ამ ფაქტით აღშფოთებულმა ხოსემ ხმამაღლა შესძახა:
“ეს არის ღვთის სახლი,სადაც უნდა ვილოცოთ და არა ცხოველთა და ფრინველთა სადგომი”…
რაფაელ პიკასო,არაერთხელ ეცადა სულიერად გაეტეხა 15 წლის მოზარდი.იგი საშინელი წამებისა და შანტაჟის მეთოდებით ცდილობდა მისი რწმენის შერყევას,თუმცა ვერ შესძლო.ხოსემ მას განუცხადა:
“მე,მზად ვარ ჩემს რწმენას შევეწირო.თუმცა,როდესაც უფლის წინაშე წარვსდგები,მას აუცილებლად შევთხოვ ,რომ ყველა მწამებელი მკაცრად დასაჯოს”.
ამ პასუხმა დეპუტატის აღშფოთება გამოიწვია და ხოსეს საშინელი ძალით გაარტყა სახეში მუშტი.დარტყმა იმდენად ძლიერი იყო,რომ ბავშვმა ადგილზევე დაჰკარგა გონება და რამდენიმე კბილი.მისი მეგობარი და თანამებრძოლი – ლაზარი,ერთ-ერთმა სამთავრობო ძალების მეომარმა გააპარა (იგი ფარულად უჭერდა მხარს ეკლესიას).სამშვიდობოს გასულმა სცადა ხოსეს გამოსყიდვა,თუმცა ვერც მან და ვერც ოჯახმა ვერ მოაგროვა ის თანხა,რომელიც ბავშვს გამოიხსნიდა მტარვალებისგან.1928 წლის 10 თებერვალს,ხოსე სანჩეს დელ რიოს ოფიციალურად მიესაჯა სიკვდილით დასჯა.თუმცა წამება არც ამის შემდეგ შეუწყვეტიათ.ჯალათებს სურდათ სიკვდილის წინ მაინც გაეტეხათ მისი სული.15 წლის მოზარდს ფეხის გულებიდან ტყავი ააძვრეს და სასაფლაომდე (სადაც იგი დასაჯეს) ფეხშიშველა ატარეს.გარდა ამისა,მიმდინარეობდა მისი საშინელი ცემა და დამცირებ.როდესაც იგი დანიშნულების ადგილზე მიიყვანეს,დახვრეტის წინ მთელი თავისი ხმით შესთახა:
“დიდება უფალს – იესო ქრისტეს!”
…და ეს იყო წამებული მოზარდის უკანასკნელი სიტყვები.რანგით კაპიტანმა ,იარაღიდან მრავალი გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა ხოსე სანჩეს დელ რიო… (ავტორი გენია.ჯი)
ამ სულის შემძვრელი ისტორიის შემდეგ,ათეულობით წელი გავიდა.2005 წლის 20 ნოემბერს,რომის კათოლიკურმა ეკლესიამ – ხოსე სანჩეს დელ რიო,წამებულად აღიარა და სხვა 11 მექსიკელ წამებულთან ერთად “წმინდანად” შერაცხა. (ავტორი გენია.ჯი)