უილიამ შექსპირი – “სონეტი LXIII”

ის ღმერთიც ხედავს,ვინც დამარქვა მე შენი მონა,

რომ შენს სიმშვიდეს არას ერჩის ჩემი გონება,

რომ შენი ყმობით იმ სარგებლის არ მინდა ქონა,

რომ შემდეგ შევძლო ვერაგულად გაბატონება.

***

ნება მომეცი,აგედევნო უკან ქარივით,

ან შენი ჩრდილის ნაკვალებზე ჩუმად ვიარო

და მოთმინებით… მორჩილებით… პატიმარივით…

შენი სილაღე მხოლოდ ფიქრში გავიზიარო.

***

იყავი მასთან,ვისთან ყოფნაც თავად გწადია,

დრო იქ გახარჯე,სადაც დღემდე გაქვს გახარჯული,

ვისაც ისურვებ,მას უძღვენი,რაც გაბადია

და შენი ცოდვის თავად იყავი მკაცრი მსაჯული.

***

ჩემთვის მადლი ხარ თუ სასჯელი ეს სულერთია,

მე მაინც გელი!.. ლოდინი კი ჯოჯოხეთია…