ნიკიტა ხრუშჩოვისა და მაო ძედუნის ურთიერთდაპირისპირებიდან…
1960 წლის 22 ივნისს,საბჭოთა კავშირსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის,ოფიციალური ურთიერთობების დაძაბვა და ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული კავშირის დარღვევა დაიწყო.როგორც ცნობილია,სტალინის გარდაცვალების შემდგომ,საბჭოთა იმპერიის შემდგომმა გენსეკმა – ნიკიტა ხრუშჩოვმა,”სტალინის კულტის” წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადა.მაო ძედუნი და სტალინი ერთმანეთთან მეგობრობდნენ,რაც ხელს უწყობდა ორ ქვეყანას შორის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.ნიკიტა ხრუშჩოვმა კარგად უწყოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის – მაო ძედუნის მეგობრობა სტალინთან და ზოგადად მისი შეხედულება აღნიშნული საკითხისადმი.ამიტომ,1960 წლის 22 ივნისს,საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელმა – ნიკიტა ხრუშჩოვმა,ჩინეთის კომუნისტური პარტიის ბელადს – მაო ძედუნს,ოფიციალურად და საჯაროდ – “სტალინისტი” უწოდა.ასეთმა უტაქტო გამოხტომამ – მაო ძალიან გააბრაზა და მისმა “აგრესიულმა” პასუხმაც არ დაახანა.მაო ძე დუნმა ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას ნიკიტა ხრუშჩოვს – “რევიზიონისტი” უწოდა.იმ პერიოდიდან მოყოლებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობა აღარასოდეს ყოფილა ისეთ დონეზე მეგობრული,როგორიც სტალინის სიცოცხლეში იყო. (ავტორი გენია.ჯი)