ჰენრიხ ჰერმან რობერტ კოხი
ჰენრიხ ჰერმან რობერტ კოხი - დაიბადა 1843 წლის 11 დეკემბერს,გერმანიის ქალაქ კლაუსთალ-ცელერფელდში.იგი წარმოადგენდა უდიდეს გერმანელ მიკრობიოლოგს,თანამედროვე მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ერთ-ერთ იმ ფუძემდებელს,რომელმაც აღმოაჩინა “ჯილეხის” ბაცილა (ციმბირის წყლული).რობერტის მამა – ჰერმან კოხი “სამთო ინჟინერი” გახლდათ,ხოლო დედა მატილდა-გენრიეტა კოხი,მაღალი თანამდებობის პირის ქალიშვილი იყო.ჰენრიხს 12 დედმამიშვილი ჰყავდა.ბავშვობიდანვე ინტერესდებოდა ბუნებითა და ნატურალიზმით.1862 წელს დაამთავრა გიმნაზია,რის შემდეგაც სწავლას განაგრძობს გეტინგტენის ცნობილ უნივერსიტეტში და 1866 წელს ასრულებს მას.1867 წელს ქორწინდება – ემა ადელფინ ჟოზეფინა ფრაცზე.1870 წელს მოხალისე ექიმად ეწერება საფრანგეთი-პრუსიის ომში (1870-1871 წლები),თუმცა მალევე დემობიზილირებულ იქნა. (ავტორი გენია.ჯი) 1871-1880 წლებში იგი სანიტარულ ექიმად მუშაობდა ვოლშტაინში,სადაც შექმნა საოჯახო ლაბორატორია და ჩაატარა თავისი პირველი მიკრობიოლოგიური გამოკვლევები.1885-1891 წლებში გახლდათ ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი და ჰიგიენის ინსტიტუტის დირექტორი,1891-1904 წლებში კი ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორი ბერლინში.კოხის ძირითადი შრომები ეხება “ინფექციური დაავადებების” გამომწვევთა გამოვლენასა და მათთან ბრძოლის მეთოდების შემუშავებას.კოხმა პირველმა მიიღო ადრე აღმოჩენილი ჯილეხის ბაცილის წმინდა კულტურა და ახსნა ჯილეხის გავრცელების გზები.აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი მიზეზები,რის შემდეგაც მიიღო ბაქტერიული პრეპარატი ტუბერკულინი და გამოიყენა იგი ტებერკულოზის სამკურნალოდ.მანვე აღწერა “კოხის რეაქცია”,დაამუშავა ბაქტერიოლოგიური კვლევის ზოგადი მეთოდები და სხვა.მის მიერ ბაქტეოროლოგიაში მიღწეული გენიალური შედეგებისათვის,1905 წელს მიენიჭა ”ნობელის პრემია” ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.გარდა ამისა იგი დაჯილდოებული გახლდათ “პრუისის საპატიო ორდენით” 1906 წელს და გახლდათ პროფესორი ჰაიდელბერგისა და ბოლონიის უნივერსიტეტებისა.ასევე იგი წარმოადგენდა უცხოელ წევრს “საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიისა” და “ლონდონის სამეფო-სამეცნიერო საზოგადოებისა”.მის მოსწავლეებს წარმოადგენდნენ ისეთი დიდი მეცნიერები,როგორებიც იყვნენ – იოაჰანეს ანდრეას გრიბ ფიბიგერი (დიდი დანიელი მიკრობიოლოგი),ავგუსტ პაულ ფონ ვასერმანი (გერმანელი მიკრობიოლოგი),ჯონ ადისონ ფორდაისი (ამერიკელი დერამტოლოგი) და სხვები.ჰენრიხ ჰერმან რობერტ კოხი გარდაიცვალა 1910 წლის 27 მაისს,გერმანიის საკურორტო ქალაქ ბადენ-ბადენში.მისი ნაშრომები კი დღემდე უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი გახლავთ მედიცინაში.კოხის,როგორც დიდი მეცნიერის უკვდასაყოფად გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში აღმართულ იქნა მისი არაერთი ქანდაკება. (ავტორი გენია.ჯი)
ჰენრიხ ჰერმან რობერტ კოხის ქანდაკება – ბერლინში