მიხეილ ჯავახიშვილი – “ჩვენი დროის ათი მცნება”

უდიდესი ქართველი მწერალი,მამულიშვილი და საზოგადო მოღვაწე - მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (1880-1937 წლები),საკუთარი ქალიშვილისადმი გაგზავნილ წერილში,რომელსაც შემდგომ “ჩვენი დროის ათი მცნება ეწოდა”,წერდა:

1. შენ ხარ მარადიული,განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.

2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია,ხოლო მეგობარი,შენი პირადი მეგობარი.

3. ყველაფერი,რაც გაქვს და გექნება,შენი სიცოცხლეც კი მას ეკუთვნის.შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი მეგობარი.

4. მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.

5. მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე.ისე იცხოვრე,ვითომ ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.

6. განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი,კერპი გული და ურჩი სურვილები.

7. გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით.ზარმაცობა,ცუღლუტობა,სიცრუე უეჭველად დაღუპავს.

8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ,მშობლებს ყველაფერი დაუჯერე,იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ.ჯერ-ჯერობით საკუთარ ჭკუას,ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.

9. თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლე,მაგრამ ნუ გადააჭარბებ.არ გაამაყდე.

10. ბოლოს და ბოლოს,ყოველთვის სჯობს სამი რამ:პირველი – შრომა,მეორე – შრომა და მესამე – შრომა.

 
ზემოთნათქვამი დაიხსომე და შეითვისე – “მიხეილ ჯავახიშვილი” (ავტორი გენია.ჯი)