ცხრა ძმა ხერხეულიძე
ცხრა ძმა ხერხეულიძე - ქართველთათვის გახლავთ ის წმინდა სახელი,რომელთა წინაშე უდიდესი მოწიწების მიზნით ქედს ვიხრით თითოეული ჩვენგანი.მათი,სამშობლოსადმი განუზომელი სიყვარულის შესახებ ისტორიას ხომ,ქართველებს აკვნიდანვე შეგვასწავლიან.ისინი გახლდნენ საქართველოს ისტორიული ქარტეხილების ცხრა გმირი ძმა,რომელთაც მარაბდის ბრძოლაში 1625 წლის 1ი ვლისს,სიცოცხლე უშურველად გაიღეს სამშობლოს გადასარჩენად.თბილისის სამხრეთით მდებარეობს სოფელი მარაბდა,ამ სოფელში ცხოვრობდა მოხუცი ქართველი კაცი – ხერხეულიძე,რომელიც გადასახლებული იყო ზემო ქართლიდან.ამ ღვთისნიერ კაცს წმინდა ქართული,ოჯახი ჰქონდა,ცხრა ვაჟი ჰყავდა,რომელთაც პატარაობიდანვე სამშობლოს დიდი სიყვარული შთაუნერგა. (ავტორი გენია.ჯი) რამაც მათ მამულისადმი უკიდეგანო სიყვარული აღუძრა.მეუღლეც ღირსეული ქართველი ქალი იყო,რომელმაც შემდეგ კიდევ ერთხელ დაანახა მომხვდურს,რომ საქართველოში მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში,ყველა თანასწორია ქალი-თუ კაცი,დიდი თუ პატარა.ასეთ ოჯახში აღზრდილები,რაღა თქმა უნდა სამშობლოს პირველივე დაძახებაზე,მის სადარაჯოზე დადგნენ.1625 წელს ქართველებს ორჯერ მოუხდათ ბრძოლა შაჰ აბასის ჯარების წინააღმდეგ,პირველი ბრძოლა 25 მარტს,ხარების დღესასწაულზე,მარტყოფის ველზე გაიმართა და ქართველთა შესანიშნავი გამარჯვებითაც დასრულდა,ეს იყო ბრძოლა სადაც ირანმა უდიდესი მარცხი განიცადა,ორმოცი წლის მანძილზე,მათ ასეთი მარცხი არ განუცდიათ,მათი 30000-ი მოლაშქრიდან,სიკვდილს მხოლოდ სამი ათასი გადაურჩა.ამ მარცხით გაბოროტებულმა შაჰ აბასმა,ახალი ჯარები შეკრიბა და ლაშქარს სათავეში ისა-ხან ყორჩიბაში ჩაუყენა.მტრის ურდომ საქართველოსკენ კიდევ ერთხელ გამოიწია,მის დასაქცევ-ასაოხრებლად.მერამდენედ მოადგა საქართველოს მტრის ურდოები?!მერამდენედ იღვრებოდა ქართველთა სისხლი?!მერამდენედ იბადებოდნენ ახალი გმირები?! 1625 წლის 1 ივლის მარაბდის ველზე,გაიმართა სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა.ბრძოლაში მონაწილეობდა და ერთ-ერთ დიდ ფუნქციას ასრულებდა გიორგი სააკაძე,რომელიც თეიმურაზ I-თან ერთად მეთაურობდა,ქართულ ლაშქარს.თავდაპირველად შეტევა ქართველთა ლაშქარმა დაიწყო თეიმურაზ I-ის მეთაურობით.შეტევა იმდენად ძლიერი იყო რომ მტრის ჯარმა ვეღარ გაუძლო,ქართველთა იერიშს და გაიფანტნენ,დაერღვათ ყოველგვარი დისციპლინა,ბევრმა გადამთიელმა გაქცევა ამჯობინა.მცირერიცხოვან ქართველთა სიმამაცემ ყიზილბაშები უკუაქცია,მაგრამ გამოცდილმა მთავარსარდალმა ისა-ხან ყორჩიბაშმა არ დათმო ბრძოლა.ჩვენმა ლაშქარმა ირწმუნა გამარჯვება,ბევრი მებრძოლი გაქცეულებს დაედევნა,ბევრმა ბრძოლა დასრულებულად ჩათვალა.რამაც გამოიწვია ქართული ჯარში არეულობა და დაქაუცმაცება.ამასობაში აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შაჰ-ბენდე-ხანიც მივიდა მაშველი რაზმით… ქართველები შედრკნენ. (ავტორი გენია.ჯი) ამას ზედ დაემატა ერთი საბედისწერო შემთხვევაც: მტრის ხელით მკერდშელეწილი დაეცა თეიმურაზ მუხრანბატონი. „განჴდა ჴამდა ჰგონეს ყოველთა კახთ-ბატონის სიკუდილი და ივლტოდენ კახნი და ქართველნი”,მეფის სიკვდილი ხომ ომის დასასრულს ნიშნავდა.გვიან მიხვდნენ ქართველები საბედისწერო შეცდომას.შეთხელდა ივერიელთა რიგები.გულგანგმირულნი დაეცნენ: დავით ჯანდიერი,აღათანგ ხერხეულიძე,ბაადურ ციციშვილი,ეპისკოპოსნი - რუსთველი და ხარჭაშნელი.ცხრა ძმა ხერხეულიძის ხელში გადაინაცვლა ქართულმა დროშამ,ცხრა ძმა გმირულად დაეცა მარაბდის ველზე,შემდეგ ნაბოლარამ – ერთადერთმა დამ იპყრა ხელთ დიდგორსა და ბასიანში გამოვლილი დროშა და როცა იმანაც ჩაიმუხლა,დედამ აღმართა ქართველთა უკვდავების სიმბოლო.გარიჟრაჟზე დაწყებული ბრძოლა გვიან ღამით ქართველთა მარცხით დამთავრდა.ბრძოლის ველზე მკერდგანგმირული იწვა ქრისტეს და მამულისთვის თავდადებული ცხრა ათასი ქართველი,მათ შორის: ცხრა ძმა ხერხეულიძე, დედა მათი და ერთადერთი და, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი… ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა რჯულისა და მამულისათვის თავდადებული მამულიშვილები.გადმოცემით, დაკრძალული არიან იქვე,სოფელ ძველი მარაბდის განაპირას წმინდა მარინეს ეკლესიის მახლობლად.ცხრა ძმა ხერხეულიძის მამაცური თავდადების ამბავი ფართოდ არის ასახული ქართულ ზეპირსიტყვიერებაში.ცხრა ძმა ხერხეულიძე დედითა და დით და მათ თანა ცხრაათასი ქართველნი, მარაბდას ბრძოლის ველზე მომწყდარნი 1625 წელს,ამ დიადი ქართველი გმირების ხსენების დღე,ახალი სტილით 16 აგვისტოა.ცხრა ძმა ხერხეულიძის გმირობას ქართველმა პოეტებმა – სიმონ ჩიქოვანმა,ლადო ასათიანმა და სხვებმა ულამაზესი ლექსები უძღვნეს.ასევე მათი გმირობის ამბავი არაერთ ქართულ ზეპირსიტყვიერებაშიცაა ასახული. (ავტორი გენია.ჯი)
* * * * *
ეს გაფრენილი ფაფარი,თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური,ცხრა დარახტული ვისია?!
საით წავიდნენ ვაჟები,რად მიატოვეს რაშები,
რაშები თამაშ-თამაშა,ომებში ნათამაშები?!
მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭირვინებს,
ბედშავო ვისაც ეძახი,ვაი რომ ვეღარ იხილე!
იმისი სული მტრედივით ცაში გაფრინდა ლაღადა,
აღარ გყავს შენი პატრონი,ხერხეულიძე აღანთაგ!
ეს მშობლიური ქარია ჩვენი ალგეთის ველების,
თუ სუნთქვა ქარბუქიანი,ფაფარაყრილი მერნების?
მერნებო,ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორედ,
ამაოდ გაფიცხებულხართ,ამაოდ უხმობთ პატრონებს,
ფოლადის ბექთარიანებს ბნელში ამაოდ დაეძებთ:
ისინი მამულისათვისმარაბდის ველზე დაეცნენ!
ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა,
იწვა სისხლისგან დაცლილი…კურთხეულ იყოს მარაბდა!
ეს აწეწილი ფაფარი,თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური,ცხრა დარახტული ვისია?-
დაწრიალებენ,დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით…
მხედრებო ასე უღმერთოდ,რად მიატოვეთ რაშები?!
ლადო ასათიანი