ჯონათან სვიფტის შესახებ…
დიდმა ირლანდიელმა მწერალმა და ავტორმა ფანტასტიკური ტეტრალოგიისა (რომლითაც მან სახელი მოიხვეჭა) – “გულივერის მოგზაურობა” - ჯონათან სვიფტმა (1667-1745 წლები),საკუთარი ცხოვრების გზაზე უამრავი ტრაგედია გადაიტანა.ტრაგედიებიდან მიღებულმა ფსიქოლოგიურმა ტრამვებმა,იგი ეტაპობრივად შეშლილობამდე მიიყვანა.უახლოეს ადამიანთა დაღუპვამ კი საბოლოოდ შეურყია ფსიქიკა.როდესაც ტუბერკულოზის შედეგად გარდაეცვალა უმცროსი ღვიძლი და – ვანესა,ჯონათანი სტრესსა და დეპრესიაში ჩავარდა.მწერლის სულიერ მდგომარეობაზე,ალბათ მის მიერ დაწერილი აღნიშნული სიტყვებიც შეგვიქმნის ნათელ წარმოდგენას:
“ეს გახლავთ ის სასიკვდილო ნაღველი,რომელიც მკვლელია ჩემი სულის და სხეულისა”.
ცნობილი ამერიკელი მწერლის – უილიამ ჯეიმზ დიურანტის გადმოცემის თანახმად,ჯონათანმა განსხვავებული სულიერი სიმპტომები,ჯერ კიდევ 1738 წელს გამოავლინა.თუმცა არავინ იცის ზუსტად როდის დაესვა წერტილი მისი ფსიქიკის საბოლოოდ შერყევას.ცნობილია მხოლოდ ის,რომ 1742 წელს სვიფტის ფსიქიკა,უკვე ძალიან შორს იყო რაციონალური და სტაბილური აზროვნებისაგან.დიურანტი აღწერდა იმ ეპიზოდსაც,სადაც მწერალს ხუთი ადამიანი აკავებდა,იმისათვის,რომ საკუთარი (ისედაც დაზიანებული) თვალი,არ ამოეთხარა.ამ ამბის შემდეგ,სვიფტი სრულიად ჩაიკეტა საკუთარ თავში და ერთი წლის მანძილზე სიტყვაც კი არ დაუძრავს.გარდა ამისა,იმავე პერიოდში მიიღო ინსულტი.წაერთვა მეტყველებაც.ამ მოვლენებიდან სამ წელიწადში,1745 წლის 19 ოქტომბერს – ჯონათან სვიფტი,ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში აღესრულა.იგი დაკრძალულ იქნა “წმინდა პატრიკის” სახელობის ტაძარში.მის საფლავს 1740 წელს საკუთარი ხელითვე დაწერილი “ეპიტაფია” ამშვენებს:
“აქ განისვენებს წმინდა პატრიკის ტაძრის დეკანის – ჯონათან სვიფტის ცხედარი.მძიმე და პირქუში უკმაყოფილება,უკვე აღარ გლეჯს მის გულს.გამვლელო,თუ კი ძალგიძს,მიბაძე მათ ვინც მამაცურად იბრძოდა თავისუფლებისათვის”. (ავტორი გენია.ჯი)