ჯონ ჰენკოკი – “საოცარი ხელმოწერა”
1776 წლის 4 ივლისს,პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიაში,ამერიკის შეერთებული შტატების - “დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე”,ერთ-ერთმა ხელმომწერმა – ჯონ ჰენკოკმა (1737-1793 წლები),რომელიც თავის მხრივ მეორე კონტინენტური კონგრესისა და კონფედერანტების კონგრესის პრეზიდენტს წარმოადგენდა,საკუთარი ინიციალები ძალიან დიდი და ყველა ხელმოწერისაგან განსხვავებული ფორმის ასოებით გამოსახა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,მიზეზი ამისა არ გახლდათ ის,რომ ჰენკოკი დეკლარაციაზე ხელმომწერთაგან რომელიმე მათგანზე,რაიმეთი აღმატებული იყო.მან ეს გაააკეთა იმისათვის,რომ დიდი ბრიტანეთის მეფეს – ჯორჯ III-ეს (რომელიც სასტიკი წინააღმდეგი გახლდათ,ამერიკის სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა),მათ მიერ მიღებული დეკლარაცია,კარგად წაეკითხა ყოველგვარი სათვალეების გარეშე (ცნობილია,რომ ინგლისის მეფე ჯორჯი ახლომხედველი გახლდათ,რის გამოც სათვალეებს ატარებდა).მას შემდეგ ამერიკელები,როდესაც რაიმე დოკუმენტზე ხელს აწერენ,იუმორით ამბობენ – “გააკეთე ჰენკოკი”.
P.S. ცნობილი ისტორიული ფაქტია,რომ დიდი ბრიტანეთის მეფემ – ჯორჯ III-ემ,სწორედ იმ დღეს,როდესაც ამერიკაში ხელი მოეწერა “დამოუკიდებლობის” უმნიშვნელოვანეს დეკლარაციას,თავის დღიურში ჩაწერა,რომ იმ დღეს,მის ცხოვრებასა და ისტორიაში,რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა არ დაფიქსირებულა. (ავტორი გენია.ჯი)