იცით თუ არა,რომ
1. ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ჯეიმს გარფილდს (1831-1881 წლები),ერთდროულად შეეძლო ცალი ხელით ლათინურად დაეწერა,ხოლო მეორე ხელით ბერძნულად.
2. გენიალურ - ლეონარდო დავინჩის,ერთდროულად შეეძლო,ცალი ხელით დაეხატა,ხოლო მეორე ხელით დაეწერა.
3. პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი – იგნას პადერევსკი (1860-1941 წლები),გარდა იმისა რომ პრემიერი იყო,ასევე გენიალური პიანისტი და კომპოზიტორიც გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი)
4. იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს მიერ დაწერილი,საყოველთაოდ ცნობილი ტრაგედიის – “ფაუსტის” შესახებ,სულ ორმოცდაცამეტი ოპერა აქვთ დაწერილი მსოფლიოს სხვადასხვა ეროვნების კომპოზიტორებს.
5. ამერიკელი ინდიელები,კანონის თანახმად,არ არიან ვალდებული გადაიხადონ მიწის გადასახადი.
6. ვოლტერი,უილიამ შექსპირის ნაწარმოებებს იმდენად დაბალი მნიშვნელობის მქონედ მიიჩნევდა,რომ მათ იგი – “თხლეს” უწოდებდა,ხოლო თავად შექსპირს კი – “მთვრალ სულელს”.
7. ჩრდილოეთ პოლუსზე 186 დღის განმავლობაში,მზის დანახვა შეუძლებელია.
8. ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი დამფუზნებელტაგანი – ბენჯამინ ფრანკლინი,პირველი ადამიანი იყო,რომელმაც ბანქოს წარმოება დაიწყო ამერიკაში.
9. ბუნებაში,ერთ-ერთი ულამაზესი ყვავილის – ვარდის,სხვადასხვა ჯიშის 80%,აზიის კონტინენტიდან გავრცელდა. (ავტორი გენია.ჯი)
10. 1790 წლისათვის,ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის,მხოლოდ 5% ცხოვრობდა ქალაქებში.