ზაქარი ტეილორის შესახებ…

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-12 პრეზიდენტი - ზაქარი ტეილორი (პრეზიდენტობის წლები 1848-1850 წლები),არასოდეს ყოფილა არჩევნებზე და შესაბამისად ხმაც არასოდეს მიუცია რომელიმე კანდიდატისათვის.გამონაკლისი არც 1848 წლის ნოემბერის არჩევნები ყოფილა,სადაც ერთ-ერთ კანდიდატურად თავად იყო წარდგენილი.მას,მონაწილეობა არც ამ არჩევნებზე მიუღია.შესაბამისად,ხმა საკუთარი თავისთვისაც კი არ მიუცია (მიუხედავად ამისა მაინც გაიმარჯვა).ასევე მისი ბიოგრაფიიდან აღსანიშნავია ისიც,რომ იგი პროფესიონალი სამხედრო იყო და მისი ცხოვრების მანძილზე იმდენ ადგილას მოუწია ცხოვრება,რომ თავისი იურიდიული საცხოვრებელი ადგილის მითითებაც კი ერთობ უჭირდა.ზაქარი ტეილორი,ისტორიაში ცნობილია,როგორც მეორე ისეთი პრეზიდენტი (ჯორჯ ვაშინგტონის შემდეგ),რომელსაც აღნიშნულ მეტად საპატიო თანამდებობაზე არჩევამდე,არანაირ სახელმწიფო თანამდებობაზე არ ჰქონია ნამუშევარი. (ავტორი გენია.ჯი)