ეროსი მანჯგალაძე – “სამშობლოს სიყვარული!!!”

- გერასიმე სდექ! ასწიე თავი ზევით.სანამ ლაპარაკს დავამთავრებ ფეხი არ მოიცვალო,თორემ ცუდად იქნება შენი საქმე.გერასიმე! ჩემი და შენი წინაპრები,ამ მიწისთვის მუდამ იბრძოდნენ. და თუა რაიმე ღირებული,ვინ სულელს მოეპრიანებოდა ერთთავად მოღერებული ხმლის ქვეშ ყოფნა.თუ მიხვდი რაიმეს გერასიმე? რა სისხლის ღვრას გადარჩენილან,რამდენ ბრძოლაში.შენ,ყოფილ ისტორიკოსს ჩამოგითვალო შემოსევები?.. და იმ უშუალო წინაპართაგან ერთი მაინც რომ დაღუპულიყო,ერთი,იმ უთვალავ,აურაცხელ ხიფათში,ნამდვილად არ იქნებოდი ახლა,აი,აქ,ამ მიწაზე,ამჟამად მშვენიერი ფეხსაცმელებით რომ დგახარ.გაიგე რამე გერასიმე? არა! სულაც არ გახსოვს შენ ისინი.სულ რომ არაფერი,ამ საოცარ კუთხეში,თვალნათლივი სილამაზეც ვერ დაინახე? აქ,ამ მიწაზე,რომელსაც ეგზემასავით არ მოსდებია ჯერაც ასფალტი,დაგაბიჯებინე ფეხი უმადურო! ვერაფერს მიხვდი? ნამდვილი გლეხი გაგაცანი,ამ გლეხით გიდგას პირში სული მაგრამ,ვაი რა ამაყად შეიფერე ყველაფერი,რითაც,ქანცგაწყვეტილი ნაშრომ-ნაჯაფი შუა ღამით გაღვიძებული გაგვიმასპინძლდა.როგორ გგონია ემართა იმას ჩვენი რაიმე? და არც ის იცი რომ სამშობლო მარტო მინდორ-ველი და მთები არაა! სამშობლო ადამიანიცაა! ახლა სუფრასთანაც როგორ იქცეოდი! შენ რომ სამშობლოს შეცნობა გდომოდა,მჭადზე პრასს შემოახვევდი და ლობიოში ჩააწობდი,მაგრამ არა! მელასავით სხვის გაზრდილ ქათამს არხეინად მიადექი. (ავტორი გენია.ჯი) არა,არაფერია ამაში ცუდი,მადლობა მაინც გეთქვა! მაგრამ არა კუთვნილივით მიიღე,არამედ თითქოს დაამადლე კიდეც ჩვენი სტუმრობა! და შენი,მისი წინაპარი,დიდგორისა და კრწანისის ბრძოლებში,იქ ჭრილობებში მარილს იყრიდა.შენ კი,კატილინაზე გვაწვდიდი ბრტყელ-ბრტყელ ცნობებს.შეგირცხვა ნამუსი!!! გერასიმე,წვიმისას ქუჩაში მანქანიდან თუ გადმოგიხედავს,შეამჩნევდი რომ ზოგიერთ გამვლელს შარვლის ცალი ტოტი მთლად დაწიწნწკლული აქვს ტალახით.მეორე სუფთა.იმ დასვრილს,სუფთა ტოტიანი ტყორცნის ტალახს.მე და შენც ასე ვართ გერასიმე.მე თუ რაიმე ხინჯი მემჩნევა,შენგანაა ეს! და თავად რომ გამოიყურები ასე კოხტად,ასე ლამაზად,ჩემი და იმ გლეხის წყალობაა ეგ.გერასიმე,გერასიმე,ჩვენ ადამიანები მრავალფეხა არსება ვართ სხვადასხვა წესით მოარული და არა ვართ,როგორც ეს შენ გგონია,მარტო.რადგანაც დიდი სიტყვა – “ერი” გვქვია!..   და მე,ვისაც მუდამ მახსოს ეს,შენ სამშობლო დავიწყებულს,მხოლოდ პირადი კეთილდღეობით გატაცებულ-აღტაცებულიი წამოგიყვანე აქ,რომ დროებით მაინც აგეწყო ჩემთვის ფეხი და აქ,ამ წმინდა წყალშიც გაგაბანინე ტანი.გაყოყოჩებულს იქნებ ყინული მაინც შემოგცლოდა,მაგრამ არა,არა,ნურას უკაცრავად! მაინც ვერ შეგაგნებინე,ვერ გაგრძნობინე ის სითბო რითაც ვცხოვრობთ და რითაც ვსუნთქავთ… შენ შენი აზრით,მაინც ჩემზე ამაღლებული და გაპრანჭული დარჩი.მაგრამ,მაგრამ იცოდე გერასიმე – უსამშობლოდ კაცი,კაცი არა ხარ!…

თუ ისურვებ,ერთი ორი დღე კიდევ დავრჩეთ ამ სოფელში და იმ მასპინძელს ყანის გათოხვნაში მოვეხმაროთ.მიწის სუნი რომ გეცემა,იქნება კიდევ გამოვიდეს შენგან რაიმე.არა,მე,ძალას არ გატან.როგორც გინდა ისე ქენი.ასე აჯობებს.რა ვქნა,რა ვქნა… და მიჭირს,ამ სიტყვის წარმოთქმა.მიჭირს,იმდენად ნაზი და სათუთია.მეუხერხულება,ეს ხომ ისეთი სიყვარულია,დაფარვა რომ სჭირდება!!! (ავტორი გენია.ჯი)