შოთა ნიშნიანიძე – “ღმერთო,მიმრავლე სათნოების დღე”…
ღმერთო,მიმრავლე სათნოების დღე…
მიმრავლე ეჭვის განახლების დღე,
შურზე,მტრობაზე ამაღლების დღე,
მიმრავლე მტრებთან შერიგების დღე,
საკუთარ თავთან შერკინების დღე,
სხვათა ცოდვების გამართლების დღე,
ჩემი ცოდვების ანათემის დღე,
მიმრავლე შენთან შეხვედრების დღე,
ღმერთო,მიმრავლე სათნოების დღე…