მარკუს ტულიუს ციცერონის – “მიმართვა ბრალმდებლებს”…
“რაც უფრო მეტი იქნება დანაშაულის მხილებათა რიცხვი,მით უკეთესი ქვეყნისათვის.იქნებ თავხედობა მართლმსაჯულების შიშმა შეაჩეროს.მაგრამ ბრალმდებლებმა აბუჩად არ უნდა აიგდონ ადამიანები.როცა უდანაშაულოს ბრალს სდებენ ეჭვის საფუძველზე,შემიძლია შევუნდო ბრალმდებელს,თუ იგი ცილს არ სწამებს,არ დასცინის,თუ ხელჩასაჭიდი სამხილი აქვს და ცდილობს დაასაბუთოს თავისი მოსაზრება.თუ ბრალმდებლები ბლომად გვეყოლება,ეჭვმიტანილ,მაგრამ მართალ კაცს,იმედია,გაათავისუფლებენ,ნამდვილ დამნაშავეს კი,თუ ბრალდება არ დაუმტკიცდა,არ დასჯიან.სჯობს,ბოროტმოქმედი თავისუფლად დადიოდეს,ვიდრე უდანაშაულო დაისაჯოს. (ავტორი გენია.ჯი) მოგეხსენებათ,კაპიტოლიუმში (მხედველობაში მიიღება რომის კაპიტოლიუმი) რა პატივში ჰყავთ ბატები და ძაღლები.მათი შენახვისათვის სახელმწიფო იღებს ხარჯებს.ეს ცხოველები გარკვეულ სამსახურს უწევენ ადამიანებს იმით,რომ საჭიროების დროს განგაშს ტეხენ ხოლმე.მართალია,ნამდვილი ქურდის გამოცნობა არ ძალუძთ,მაგრამ ღამით,ვინმე კაპიტოლიუმს რომ მიუახლოვდეს,მაშინვე შეგვატყობინებენ.ცხადია,ზოგჯერ ცდებიან,მაინც ფრიად სასარგებლო საქმეს გვიკეთებენ.მაგრამ თუ დღისით,ღმერთების თაყვანისაცემად მისულთ ძაღლები ყეფით მივარდებიან,კანჭებს გადაუმტვრევენ,რადგან უდროო დროს იჩენენ სიფრთხილეს.ბევრი ბრალმდებელი ამგვარად იქცევა.ზოგი თქვენგანი აყაყანებულ ბატს გვაგონებს,რომელსაც ვნების მოტანა შეუძლია; ზოგიც ავი ძაღლივით ყეფს და იღრინება კიდეც.ვიცით,გასამრჯელოს გულისათვის აკეთებთ ამას,მაგრამ იმას მაინც დაესხით თავს,ვინც ამას იმსახურებს.ხალხს სიამოვნებს ამგვარი სანახაობა.კეთილი,თუ დამნაშავედ მიგაჩნიათ ვინმე,ეჭვმიტანილს უყეფეთ,რამდენიც გენებოთ.მაგრამ თუ ვინმეს მამისმკვლელობას აბრალებთ და ვერ ასაბუთებთ ამას,რატომ ან როგორ ჩაიდინა ასეთი უმძიმესი ცოდვა და მხოლოდ უაზროდ აყმუვლდებით,წვივებს არ დაგილეწავენ,მაგრამ ამ პატიოსან მსაჯულთა ამბავი რომ ვიცი,”კ” ასოს ისე ლამაზად ამოგშანთავენ შუბლზე,რომ მის გამო სიტყვა კალენდის ხსენებაზეც კი გაგაჟრჟოლებთ და სამუდამოდ წაგიხდებათ ადამიანების ცილისწამების ხალისი”. (ავტორი გენია.ჯი)