გაიუს ლელიუსის მსოფლმხედველობიდან…
“ვერ დავეთანხმები იმათ,რომლებმაც სცადეს იმის დამტკიცება,ვითომც სხეულთან ერთად სულიც იღუპება,რომ სიკვდილი წარხოცს ყოველივეს.ჩემთვის დიდი ნიშვნელობა აქვს ძველების შეხედულებას,ანუ ჩვენი პაპებისას,რომლებმაც გარდაცვლილებს ღვთაებრივი პატივი და უფლება მიანიჭეს.განა ასე მოიქცეოდნენ,ის რომ ეფიქრათ,რაში წაადგება ეს წინაპართა სულებსო?! პატივს ვცემ იმათ,რომლებმაც ჩვენს ქვეყანაში იცხოვრეს და თავიანთი სწავლებებითა და შეგონებებით გაანათლეს დიდი საბერძნეთი,ოდესღაც აყვავებული,აწ კი გაცამტვერებული.ვაფასებ იმის აზრს,ვისაც აპოლონის ქურუმმა ყველაზე ბრძენი შეარქვა,რომელიც ხან ერთს,ხან კი მეორეს კი არ ამბობდა სხვადასხვა საკითხზე მსჯელობისას,არამედ მუდამ ერთსა და იმავეს ამტკიცებდა:
“ადამიანთა სულები ღვთაებრივნი არიან,სხეულის დატოვების შემდეგ მათთვის იოლად იხსნება ცა,თუ კეთილშობილებითა და სამართლიანობით გამორჩეულნი იყვნენო”.
კეთილშობილი ადამიანის სული ადვილად გაეცლება სხეულს,ვითარცა დარაჯსა და მცველს,ისე დაუსხლტება და აფრინდება,ღმერთებისაკენ მისასვლელი გზა სხვა ვისთვის უნდა იყოს უფრო იოლი,ვიდრე სამართლიანი და გულმოწყალე ადამიანისთვის? ხოლო თუ ის აზრია მართებული,რომ ხორცთან ერთად სულიც კვდება და არავითარი შეგრძნება არ რჩება,ესე იგი სიკვდილში არც კარგი ყოფილა რამე და არც – ცუდი.თუკი ყველა გრძნობა ქრება,გამოდის,რომ კეთილი ადამიანები არც კი დაბადებულან”. (ავტორი გენია.ჯი)