დიმიტრი ბაქრაძის შესახებ…
ერთ-ერთ უდიდეს ქართველ ისტორიკოსს,არქეოლოგსა და ეთნოგრაფს - დიმიტრი ბაქრაძეს (1826-1890 წლები),”ძველისძველი ნაშთების მთხრელ-მჩხრეკელს”უწოდებდნენ.წმინდა ილია მართალი კი,მის შესახებ წერდა:
“დიმიტრი თითქმის მარტოდმარტო შეეჭიდა ამ ორმოცი წლის წინათ დიდსა და ბნელ საქმეს ჩვენი წარსულის გამორკვევისა და გამოძიებისა და მან მარტომ ჰზიდა ეს ტვირთიო”.
ერთხელ დიმიტრის,დიდმა ქართველმა ისტორიკოსმა მოსე ჯანაშვილმა ჰკითხა: “ბატონო დიმიტრი,ამდენი შრომა არა გღლითო?” – მან კი მიუგო:
“რა ვქნა,წარსული კაცს თავს ისე აყვარებს,ისტორიაში იმდენი კეთილშობილი,მამულისა და ქვეყნის წინაშე ერთგულებაში გამობრძმედილი პირნი არიან,ისეთი მტკიცე ხასიათისანი,თავმდაბალნი,უშურველნი და უმწიკვლონი,რომ მათთვის თვალი ვერ მომიშორებია.მათთან ყოფნა,მათთან საუბარი და მათთანა გულის ძგერა მავიწყებს ჩემი ხორცის დაღალვა-ტკივილს,მცირე დროის განმავლობაში მაინც მაშორებს ორპირობითა და ცბიერებით აღსავსე აწმყოს.წარსულის შესწავლა თვალწინ გვიყენებს იმ ხორცით დამიწებულ,მაგრამ სულით აღფრთოვანებულ გმირებს,რომელთაც ხალხის ბედ-უბედობა თავისი მხარბეჭით უტარებიათ”. (ავტორი გენია.ჯი)