ავგურები

ავგურები - წარმოადგენდნენ ძველი რომის იმ ქურუმებს,რომელთა უმთავრეს დანიშნულებასაც “აუსპიციუმი” წარმოადგენდა.თავის მხრივ,”აუსპიციუმი” გახლდათ მკითხაობა,რა დროსაც ქურუმები “ღმერთის ნება-სურვილის” შესაცნობად ფრინველების მიმოფრენას,მათ ხმიანობას,ციურ მოვლენებს და სხვა “ღვთაებრივ ნიშნებს” იყენებდნენ.აუსპრიციუმის შედეგებს კი განმარტავდა ავგურების ქურუმთა კოლეგია.კოლეგიის უხუცეს და ყველაზე გავლენიან წევრს – მაგისტრად მოიხსენიებდნენ.ქურუმთა აღნიშნულ კოლეგიას საფუძვლი ჩაეყარა ძვ.წ.აღ-ით I საუკუნეში და იარსება ქრისტიანული რელიგიის საბოლოო გამარჯვებამდე.თუმცა აღსანიშნავია,რომ ავგურები თავდაპირველად,რომის იმპერატორის – რომულუსის დროს გამოჩნდნენ ძვ.წ.აღ-VIII საუკუნეში (თუმცა არა რაიმე კოლეგიის სახით).როგორც დიდი რომაელი ისტორიკოსი – ტიტუს ლივიუსი წერდა,ავგურები რომის მეფის – ნუმა პომპილიის დროს (ძვ.წ.აღ-ით 753-674 წლები),საკმაოდ დიდი პრივილეგიებით სარგებლობდნენ.იმ პერიოდში,”ავგური” სახელმწიფო დანიშნულების მატარებელი პოსტიც კი გახლდათ.აღნიშნულ პოსტზე არჩევის შემთხვევაში,რჩეული პირი სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა თანამდებობას. (ავტორი გენია.ჯი) უფრო მოგვიანებით საუკუნეებში,მათი არა მარტო რაოდენობა,არამედ გავლენაც უფრო იზრდებოდა სახელმწიფო სამსახურებში.ავგურებს ზოგჯერ ირონიით – “დაბნეულ წინასწარმეტყველებად” მოიხსენიებდა ადგილობრივი მოსახლეობა.გადატანითი მნიშვნელობით კი,ავგურებს მოიხსენიებდენ ტყუილის მთქმელ,ცრუ ადამიანებად.მარკუს ტულიუს ციცერონის გადმოცემის თანახმად,ავგურები ცრუ ადამიანები იყვნენ.როდესაც ისინი დაინახავდნენ იმ მორწმუნეებს,რომლებით მთელი გულისყურით უგდებდნენ ყურს,ერთიმეორეს გადახედავდნენ და სიცილს ძლივს იკავებდნენ.სწორედ აქედან მომდინარეობს ერთგვარი ხატოვანი გამოთქმა – “ავგურის სიცილი”.ქრისტიანული რელიგიის გავრცელებამ რომში,ავგურებისათვის პრივილეგიების და გავლენის ჩამორთმევა გამოიწვია.მათ,ფაქტიურად ყოველგვარი დანიშნულება დაჰკარგეს იმ პერიოდის საზოგადოებაში,რასაც მათი ეპოქის საბოლოო დასრულებაც მოჰყვა. (ავტორი გენია.ჯი)