იცით თუ არა,რომ
1. XIX საუკუნის დიდ ქართველ მწერალს – ეგნატე ნინოშვილს,როდესაც ეკითხებოდნენ ცოლს რატომ არ ირთავო,ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხს აძლევდა: “მონებს ვერ გავამრავლებო”.
2. სინდისს – “პატარა ღმერთს” უწოდებენ.
3. 1918 წლის 13 ივნისს,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა,პირველად და ყველაზე ადრე (სხვა სახელმწიფოებთან შედარებით) – თურქეთმა აღიარა.
4. საფრანგეთისა და ნავარის მეფის (1715-1774 წლებში) – ლუი XV დე ბურბონის ცხოვრების დევიზს წარმოადგენდა: “ჩემს შემდეგ წარღვნაც მოსულა”. (ავტორი გენია.ჯი)
5. ძუ ლომისა და ლეოპარდის ნაჯვარს – ლეოპონი ჰქვია.
6. ერთადერთი კათოლიკე პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში,გახლდათ – ჯონ კენედი.
7. ახალ წელს იაპონელებს სახლში შეაქვთ: ფიჭვის ტოტები (როგორც დღეგრძელობისა და სიძლიერის სიმბოლო),ქლიავის ტოტები (როგორც მარადიულობის სიმბოლო) და ბამბუკის ტოტები (როგორც სათნოების სიმბოლო).
8. პირველი მონღოლი კოსმონავტი ისტორიაში გახლდათ – ჟუგდერდემიდინ გურაქჩა.იგი კოსმოსში,როგორც კოსმონავტი-მკვლევარი 1981 წლის 22 მარტიდან – 30 მარტის ჩათვლით იმყოფებოდა,კოსმოსური ხომალდის “სოიუზ 39″-ს ეკიპაჟის წევრად. (ავტორი გენია.ჯი)
9. წყალმცენარეების შემსწავლელ მეცნიერებას – ალგოლოგია ეწოდება.
10. 1984 წელს,დიდი იტალიელი რეჟისორის – სერჟიო ლეონეს მიერ გადაღებული,საყოველთაოდ გახმაურებული და ყველასათვის საყვარელი ფილმი – “ერთხელ ამერიკაში”,არასოდეს ყოფილა წარდგენილი “ოსკარის” არცერთ ნომინაციაზე.